მთავრობა სამშენებლო მასალის ხარისხთან დაკავშირებულ ნორმებს დაადგენს

მთავრობა სამშენებლო მასალის ხარისხთან დაკავშირებულ ნორმებს დაადგენს და ამასთან დაკავშირებით შესაბამის დადგენილებას მიიღებს.

“სამშენებლო კოდექსის მიღების შემდეგ, მთავრობამ უნდა დაამუშაოს რეგლამენტი, რომელიც მოაწესრიგებს სამშენებლო მასალის ხარისხს და დაადგენს მოთხოვნებს სამშენებლო ხარისხის მიმართ. მეორეს მხრივ, დაადგენს მოთხოვნებს თუ როგორ უნდა მოხდეს სამშენებლო მასალის ბაზარზე განთავსება. როგორც კი პარლამენტი კოდექსს მიიღებს, რამდენიმე თვეში მთავრობა შესაბამის რეგლამენტებს მიიღებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ, რომელმაც დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ პროექტი წარუდგინა.

სამშენებლო კოდექსის პროექტის თანახმად, მთავრობას შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება ევალება: “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“, “ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“, “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“, “სივრცითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის შესახებ“, “მშენებლობის ორგანიზებისა და მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“, “შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტიანობის შესახებ“, “შენობა-ნაგებობის მიმართ არქიტექტურული მოთხოვნების შესახებ“, “შენობა-ნაგებობის მიმართ კონსტრუქციული მოთხოვნების შესახებ“, “შენობა-ნაგებობის მიმართ საინჟინრო მოთხოვნების შესახებ“, “სამშენებლო მასალის ბაზარზე განთავსების წესების შესახებ“.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.