მთავრობის გამჟღავნებული ტყუილი – ლარის გაუფასურების მიზეზად დასახელებული ტურისტების რაოდენობა არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა

მორიგი ტყუილი “ქართული ოცნების” მინისტრებისგან – ხელისუფლების განმარტება, რომ 20 ივნისის აქციების გამო საქართველოში ტურისტები აღარ ჩამოდიან და ამან ლარის გაუფასურება გამოიწვია, სიცრუე აღმოჩნდა. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით დგინდება, რომ ტურისტების რაოდენობა საქართველოში არ შემცირებულა და პირიქითი, ივლისში მცირედი მატებაც კი იყო.

ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში არ შემცირებულა, თუმცა ლარი ისევ უფასურდება, სავალუტო რეზერვების გახსნამ და 40 მილიონამდე დოლარის გაყიდვამ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მხოლოდ ერთი დღით შეაჩერა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არაკომპეტენტურ ხელისუფლებას ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკის მზარდ უკუსვლაზე არგუმენტები არ აქვთ, ამიტომ რთული ვითარებიდან გამოსავალს ოპოზიციისკენ ხელის გაშვერაში ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას ურჩევენ, პოლიტიკური ბრალდებების ნაცვლად, ლარის გადასარჩენად კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებმა სიცრუეში ამხილა, “ქართული ოცნება” თავის მართლების რეჟიმში გადავიდა. ივანიშვილის პარტიაში ლარის დრამატულ გაუფასურებას ტურისტების რაოდენობას ვეღარ უკავშირებენ და სხვა მიზეზებს ეძებენ.

ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი საინფორმაციო სააგენტო “ნიუსრეპორტერსმა” ამოხსნა. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში წელს უფრო მეტი იქნება, რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუაზრებელი შეზღუდვები. ოფიციალური მონაცემებით, წინა წელთან შედარებით საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა 84000-ით შემცირდა. მიზეზი ხელისუფლების პოლიტიკაა, რომელმაც საზღვრიდან უკან ასობით ტურისტი გააბრუნა. ირანელი ტურისტები საქართველოში დიდ ფულს ხარჯავდნენ – ერთი ტურისტი საშუალოდ 2116 ლარს. გახარიას შეზღუდვების გამო, კი ქვეყანამ წელს 152 მილიონი ლარი დაკარგა.

 ავტორი: რუსა ჯაბანიშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.