მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საკუთარი ხედვები დეპუტატებს გააცნეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2018-22 წლებში 4.9 პროცენტი იქნება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით და შეფასებით, საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2018-22 წლებში. ჩვენი ზრდა, საშუალოდ, იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 4.9 პროცენტი, მაშინ როდესაც, იგივე პერიოდში უკრაინის საშუალო ზრდა იქნება 3.7 პროცენტი, თურქეთი 3.5, სომხეთი 3.3. აზერბაიჯანი 2.6, რუსეთის 1.5,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ, საკუთარ შეფასებებზე ისაუბრა.

„არ ღირს დროის დაკარგვა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის კაპიტალის ბაზრის განვითარება. დღესდღეობით, ეს არის ჩვენი შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენი ეკონომიკის და ის საჭიროებს ძალიან მოკლე ვადაში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას,“ – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ უკვე განხორციელებულ და ახლად დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„მხოლოდ წელს, რეაბილიტირებული, სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა 180-ს აღწევს,“ – აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საკუთარი ხედვები გააცნო დეპუტატებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.