მთელი ქვეყნის დასაქმებულთა 64% თბილისში მუშაობს

საქართველოს მასშტაბით დასაქმებულთა 64% თბილისში მუშაობს. საქსტატის ცნობით, 2016 წელს საქართველოში 1 763 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ამის შესახებ გამოცემა “კომერსანტი” გაზეთ “რეზონანსზე” დაყრდნობით წერს.

2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3 729 635 ადამიანს შეადგენს. აქედან 1 591 000-მდე ადამიანი მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ცხოვრობს, 2 128 500 კი – ქალაქებში.

რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით 9.3%-ით აჭარა ლიდერობს. შემდეგ მოდის იმერეთი – 7.0%. მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი – 5.5%, რომელსაც მოჰყვება სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.9%-ით.

გაზეთი წერს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხვა რეგიონებში დასაქმებულთა ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი აღნიშნული არ არის. სამაგიეროდ, ზუსტად არის ცნობილი ის, რომ დედაქალაქში დასაქმებულთა 64%-ია თავმოყრილი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.