მივესალმებით დღეს, როდესაც გავიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულს – ორტეგა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა და რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტა მოუწოდა.

“11 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან, რის შედეგადაც დაიღუპა ან დაშავდა ასობით ადამიანი და 190 000 მოქალაქე იძულებული გახდა თავისი საცხოვრებელი ადგილიდან წასულიყო. ბევრი მათგანისთვის იმდროინდელი კონფლიქტის გავლენები დღესაც გრძელდება. საარსებო წყაროები არ არსებობს, ოჯახები ისევ დაყოფილია, თავისუფალი გადაადგილება არ აღდგენილა და ადამიანები ისევ ვერ სარგებლობენ კერძო საკუთრებით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლება აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციის პროცესს საზღვრისპირა სოფელში. თუ ისინი ამ პროცესს დაასრულებენ, საზღვრისპირა სოფელი საირიგაციო სისტემას მოწყდება. 

ეს ქმედებები ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას. როგორც დღევანდელმა მოქმედებებმა აჩვენა, რუსეთი არ წყვეტს ქართველი ხალხის მშვიდობისა და საკუთრების უფლების ხელყოფას.

რუსეთის შეჭრა და საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია არის გაერო-ს წესდების, ჰელსინკის აქტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევა.

მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს  ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ასევე, მოვუწოდებთ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და აღასრულოს ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს სამხედრო ძალას საქართველოს წინააღმდეგ.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას და მისი ტერიტორიების ოკუპაციას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ათასობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად.

და ბოლოს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მივესალმებით დღეს, როდესაც გავიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულს”, – განაცხადა მორგან ორტაგუსმა.

Department of State@StateDept

.@statedeptspox: It has been eleven years since #Russia’s military invasion of #Georgia, when hundreds were killed or injured & over 190,000 civilians were displaced. @StateDept stands with the Georgian people & welcomes the day we can commemorate the end of Russia’s occupation.

Embedded video

54310:46 PM – Aug 8, 2019Twitter Ads info and privacy343 people are talking about this

ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.