“მივმართავ პოროშენკოს, დაბადებული ხოხვისთვის ფრენას ვერ შეძლებს” – სააკაშვილი

“მივმართავ პოროშენკოს, დაბადებული ხოხვისთვის ფრენას ვერ შეძლებს” -ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კიევში, ევროპის მოედანზე გააკეთა. სიტყვით გამოსვლის დროს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა პოროშენკოს პოსტის დროულად დატოვება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მტკიცებით, ის ხალხის რისხვას ვერ ასცდება.

„მივმართავ პოროშენკოს, დაბადებული ხოხვისთვის ფრენას ვერ შეძლებს. შესაძლოა, ის კანფეტების ფაბრიკის კარგი დირექტორია, მაგრამ პრეზიდენტობა არ არის მისი ბედისწერა. უკრაინელი ხალხი მომთმენი და კეთილშობილია, თუ ის ახლა მშვიდად წავა, არ დაუშვებს სისხლის ღვრას და სამოქალაქო ომს. ხალხი ბევრ რამეს აპატიმრებს, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გავაფრთხილო, რომ, თუ ის შეეცდება, მოეჭიდოს ხელისუფლებას, გააგრძელებს ხალხის რეპრესიებს და მოემზადება არჩევნების გაყალბებისთვის, მაშინ მას ძალიან მკაცრი სასჯელი ემუქრება. რუსეთში ვერ გაიქცევა, დასავლეთი მას არ მიიღებს და ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება.

ჩვენ გვჭირდება ყველა ჯანსაღი ძალის გაერთიანება, რომელიც უკრაინაში მრავლადაა. ძალიან გთხოვთ, რომ თითოეულმა თვენგანმა 18 რიცხვში აქციაზე ერთი ადამიანი მოიყვანოთ, ხალხს სურს მოსვლა, მაგრამ არა აქვს ფული და არც ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ისინი დავაფინანსოთ. მე პირობას გაძლევთ, რომ სადაც არ უნდა გამამწესონ, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები, ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ დაჯგუფებას და უკრაინა იქნება გამარჯვებული და თავისუფალი,” – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.