მითები და რეალობა ყარსის ხელშეკრულების შესახებ

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ყარსის ხელშკერულებაში არ არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც აჭარაში რეფერენდუმის ჩატარება იქნება შესაძლებელი.

ყარსის ხელშეკრულება

მას შემდეგ, რაც 1921 წლის 25 თებერვალს მე-11 არმიამ თბილისი დაიკავა, დემოკრატიული რესპუბლიკისდამფუძნებელთა კრება და მთავრობა ბათუმში გადავიდა. პარალელურად, საბჭოთა რუსეთსა და თურქეთსშორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რაც 1921 წლის 16 მარტს მეგობრობის ხელშეკრულების დადებითდასრულდა (ცნობილია მოსკოვის ხელშეკრულების სახელით). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისდელეგაცია მოსკოვის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, საქართველოსდემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელიც 1921 წლის 17 მარტამდესაქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, 1921 წლის 16 მარტს, რუსეთმა, მოსკოვის ხელშეკრულებით,საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი ოსმალეთის ტერიტორიად აღიარა. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლი აჭარის ფართო ავტონომიას ეხებოდა. მოსკოვის ხელშეკრულების რატიფიცირება საბჭოთა რუსეთმა1921 წლის 20 ივლისს მოახდინა, ხოლო ოსმალეთმა 1921 წლის 31 ივლისს.

1921 წლის 23 სექტემბერს ოსმალეთში, ქალაქ ყარსში, მოლაპარაკებები დაიწყო ოსმალეთს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამ ხელშეკრულებას იგივე პრინციპი დაედო საფუძვლად, რაც რუსეთ-ოსმალეთს შორის მოსკოვის ხელშეკრულებას. კერძოდ, უცვლელი დარჩა ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთსაზღვარი, რომელიც გაივლო სოფელ სარფზე.

ყარსის ხელშეკრულება სპეციფიკურია, მისი მუხლების უმეტესობა ე.წ. მკვდარ მუხლებს წარმოადგენს, რადგანხელმომწერი მხარეები არიან, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები, საქართველოს, სომხეთისა დააზერბაიჯანის სახით, რომლებიც ამ ფორმითა და სტატუსით არ არსებობენ.

ხელშეკრულების პირველი მუხლის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამიერკავკასიას ეხებოდა. თუმცა, ეს არ ეხებოდა რუსეთ-თურქეთს შორის 1921 წლის 16 მარტსდადებულ ხელშეკრულებას. ყარსის ხელშეკრულების მე-6 მუხლი, რომელიც ეხებოდა აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის სტატუსს. თურქეთი დათანხმდა საქართველოსთვის ბათუმის დათმობას იმ პირობით, რომ აჭარისტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებდა ფართო ადგილობრივი ავტონომიის სტატუსით დაუზრუნველყოფილი იქნებოდა თითოეული თემის კულტურული და რელიგიური უფლებები. ასევე, თურქეთსმიენიჭა ბათუმის პორტის გამოყენების უფლება სპეციალური გადასახადის აკრეფის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებას არ ჰქონია საიდუმლო მუხლები და ის ხუთ ენაზე – ქართულ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულდა სომხურ ენებზე გაფორმდა.

მითები და რეალობა

ყარსის ხელშეკრულება სხვადასხვა პერიოდში აქტუალობას იძენდა და მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციახდებოდა. პირველად ხელშეკრულების გარკვეულ მუხლებში ცვლილების შეტანაზე საუბარი 1925-1928 წლებშიდაიწყო, ართვინის ოლქში არსებული სპილენძის საბადოების დაბრუნების მიზნით, რომელიც ყარსისხელშეკრულებით გადაეცა თურქეთს.

მეორედ, 1945 წელს ქართულ პრესაში ერთგვარი კამპანია დაიწყო თურქეთის მიერ მიტაცებული ძირძველიქართული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამ კამპანიის მთავარი მიზანი ყარსის ხელშეკრულების გაუქმებაიყო. 1992 წელს, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო ცდილობდა მეზობელ თურქეთთანსახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოგვარებას კვლავ გააქტიურდა ყარსის ხელშეკრულების გაუქმებისსაკითხი, იმ არგუმენტით, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას ქართველი ხალხისთანხმობის გარეშე ჰქონდა გაფორმებული. ასევე, ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში დაისვააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გაუქმების საკითხიც. გამსახურდიას აზრით ავტონომიის თემა,თავისი სენსიტიურობიდან გამომდინარე, საჭიროებდა აჭარის მოსახლეობაში რეფერენდუმის ჩატარებას, რასაც აჭარაში მოსახლეობის გამოსვლები მოყვა ავტონომიის შენარჩუნების მოთხოვნით, რომელიც აჭარისავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ასლან აბაშიძის მიერ იყო ორგანიზებული.

1992 წლის 30 ივნისს, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმდა ორმხრივი ჩარჩო ხელშეკრულება – „საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა დაკეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“. ამ ჩარჩო ხელშეკრულებაში ნახსენებია ყარსის ხელშეკრულებაც, მხოლოდ ორი ქვეყნის საზღვრის აღიარების კონტექსტში, სადაც „მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათშორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსისშეთანხმებით“ და „მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარიორ სახელმწიფოს შორის“.

დღესდღეობით, ანტითურქული პროპაგანდის გაღვივებაში განსაკუთრებულ როლს საქართველოში არსებულიპრორუსული ძალები ასრულებენ. ამ მხრივ გამოირჩევა „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც თურქეთსსაქართველოს ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციაში ადანაშაულებს. ამ კონტექსტში ხშირად მოიხსენიებენყარსის ხელშეკრულებას, რომელსაც 1921 წელს ხელმოწერიდან 100 წელი უსრულდება და რომლის გარშემოცმრავალი მითი შეიქმნა. ხშირად ისმის კითხვები ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით:აქვს თუარა თურქეთს ბერკეტი ხელშეკრულების „ვადის გასვლის“ შემდეგ პრეტენზია გამოთქვას აჭარაზე; არსებობსკითხვები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გაუქმების თაობაზე; ასევე, თითქოს ყარსისხელშეკრულება მუსლიმებისთვის რეფერენდუმის ჩატარების უფლებას ითვალისწინებს. ეს საკითხი „პატრიოტთაალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. „პატრიოტთა ალიანსი“ რეფერენდუმისსაკითხს, ასევე, უკავშირებს თურქების რაოდენობის ზრდას აჭარაში. თითქოს აჭარაში მათმა რაოდენობამ 40 ათასს მიაღწია და მალე მოითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას აჭარის გამოყოფის მოთხოვნით, რომლისშემდეგაც აჭარა გადავა თურქეთის ხელში.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ყარსის ხელშეკრულებაში არ არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც აჭარაშირეფერენდუმის ჩატარება იქნება შესაძლებელი. ერთადერთი მუხლი, სადაც აჭარის სტატუსზეა საუბარი არისმე-6 მუხლი, რომლის მიხედვითაც თურქეთმა დათმო ბათუმი და მისი პორტი, აგრეთვე მთელი აჭარა, ფართოადგილობრივი ავტონომიის სტატუსის გარანტიით. მე-10 მუხლში კი ნათქვამია, რომ მხარეები ერთმანეთთანთანხმდებიან, რომ არ დაუშვან საკუთარ ტერიტორიებზე ისეთი ორგანიზაციების ან ჯგუფების არსებობა, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ მეორე სახელმწიფოს ხელისუფლებაზე ან ტერიტორიის ნაწილზე. ასევე, არმოიძებნება მუხლი, სადაც რომელიმე აღმსარებლობის მიერ რეფერენდუმის ჩატარებაზეა საუბარი.

ქვეყანაში არსებული პრორუსული პარტიები ხშირად ახსენებენ, რომ ხელშეკრულების მოწერიდან 100 წლის თავზე „ვადა გასდის“ ყარსის ხელშეკრულებას. თუმცა გაურკვეველია, 2021 წელი რატომ სახელდებახელშეკრულების „გაუქმების“ თარიღად, რადგან თავად ხელშეკრულებაში ვადებთან დაკავშირებით დათქმა არარსებობს. აქვე უნდა ითქვას, რომ ცალმხრივად მისი გაუქმება შეუძლებელია, რადგან საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ და გაუქმების შემთხვევაში სამივე ქვეყნისთანხმობა იქნება საჭირო. აღსანიშნავია, რომ სომხეთი ყარსის დებულებას საზღვრების ნაწილთან მიმართებითარ აღიარებს. 1992 წელს თურქეთთან ყარსის ხელშეკრულების რატიფიცირებაზე უარი განაცხადა. თუმცა, აზერბაიჯანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნახჭევანის კუთვნილების გამო. ასევე, არ არსებობს რაიმედათქმა რომლის დარღვევის შემთხვევაში თურქეთს უფლება აქვს, აჭარა მიიერთოს. პირიქით, ყარსისხელშეკრულებით, თურქეთმა საქართველოს სუვერენიტეტი აღიარა აჭარაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარასაქართველოს სრული იურისდიქცია ბათუმსა და მის ოლქზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებსამართლებრივ სტატუსს საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს (მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი).

რაც შეეხება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის მქონე თურქების რაოდენობას, იუსტიციისსამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2004 წლის 1-ლიიანვრიდან, 2018 წლის 1-ელაგვისტომდე, გამონაკლისის წესით მოქალაქეობა მიენიჭა თურქეთის 3 778 მოქალაქეს, რაც დასახელებულ 40 ათასზე ბევრადნაკლებია. ამიტომ, ვერც ვადის გასვლა და ვერც ამჟამად აჭარაში არსებული თურქების რაოდენობა ვერგახდება რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი. რაც მთავარია, ამ საკითხზე რეფერენდუმს აწესრიგებსსაქართველოს კონსტიტუცია. ეს უკანასკნელი განსზღვრავს რეფერენდუმის ჩატარების წესს და მის შედეგადმიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ ხასიათს, რომელზე დაყრდნობითაც საზოგადოებაში არსებული შიშებიარალეგიტიმური და უსაფუძვლოა.

ერთ-ერთი პრორუსული მედიასაშუალების „საქინფორმის“ რედაქტორის არნო ხიდირბეგაშვილის მიერგავრცელდა ინფორმაცია: „ბათუმში ნატოს ბაზის განთავსების შემთხვევაში, 2021 წლიდან რუსეთი აღარ იქნებაყარსის ხელშეკრულების პირობების დაცვის გარანტორი და ბათუმი თურქეთის ხელში გადავა“.

რუსეთი არ არის ყარსის ხელშეკრულების გარანტორი, რადგან იგი არ არის ხელმომწერი მხარე. რაც შეეხებანატო-ს ბაზების განთავსებას, ეს უკანასკნელი მხოლოდ ორგანიზაციის წევრობის შემთხვევაშია შესაძლებელი. თუმცა, ბაზების განთავსება გაწევრიანების შემდეგ ავტომატურად არ ხდება, ეს გადაწყვეტილება თავად წევრიქვეყნის სურვილზეა დამოკიდებული.

ზემოთხსენებული მითების გარდა, პრორუსულ მედიასივრცეში ხშირად ვხვდებით თურქეთის პრეზიდენტისერდოღანის განცხადებას, სადაც ის თითქოს ბათუმის თურქეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს. ერდოღანის ეს განცხადება რეგიონში არსებულ კულტურულ და ისტორიულ კავშირებს ეხებოდა. თურქეთისპრეზიდენტმა ამავე გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მეზობელი ქვეყნების გეოგრაფიულსაზღვრებს პატივს სცემს, მაგრამ ფიზიკური საზღვრები განსხვავდება გულის საზღვრისგან.

სამართლებრივი საფუძვლები

საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანესი და საყოველთაოდ აღიარებული ქცევის წესები, რომელიცსაერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ქვაკუთხედად ითვლება, გამოხატავს სახელმწიფოთასაერთაშორისო თანამეგობრობის საერთო ნებასა და ინტერესებს. მისი [საერთაშორისო სამართლის] ძირითადი პრინციპი არის იურიდიული ნორმა, რომლის სავალდებულოობა ეფუძნება საყოველთაოდაღიარებულ ზოგად საერთაშორისო ხელშეკრულებას, ან საერთაშორისო ჩვეულებას, რომლის მთავარიპრინციპებია – სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობა, ძალით დამუქრებისა და ძალის გამოყენებისაკრძალვა, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა, საერთაშორისო დავების მშვიდობიანიგადაწყვეტა, ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება, ადამიანის უფლებათაპატივისცემა, სახელმწიფოს მოვალეობა – ითანამშრომლონ ერთმანეთთან გაეროს წესდების შესაბამისად, საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება და ნებისგამოვლენის თავისუფლება.

დღესდღეობით ყარსის ხელშეკრულება არის უფრო ისტორიული, ვიდრე პოტენციურად სამართლებრივიშედეგების მომცემი ცოცხალი დოკუმენტი, რადგან ზემოთ ხსენებული საერთაშორისო სამართლებრივითითქმის ყველა პრინციპი დარღვეულია, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად ხელმომწერ მხარეებზე, საბჭოთასოციალისტური რესპუბლიკები, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახით, რომელიც ამ სტატუსითაღარ არსებობს და დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, და ხელშეკრულების მუხლების უმეტესობაზე. ასევე, საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის საზღვრების ცნობის საფუძველიარის 1992 წელს გაფორმებული ორმხრივი ჩარჩო ხელშეკრულება, „ხელშეკრულება საქართველოსრესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლურიურთიერთობების შესახებ“. რამაც რადიკალურად განსხვავებული მიმართულება შესძინა ყარსისხელშეკრულების მიზნებსა და ამოცანებს და განსხვავებულად მოაწესრიგა მისი იურიდიული შედეგებისშესასრულებლად არსებული სავალდებულო ხასიათი.

მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი ერთადერთი მეზობელი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს საზღვარი 1992 წელს აქვს დელიმიტირებული და დემარკირებული, რაც გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის ხაზისადგილმდებარეობის განსაზღვრას მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით (დელიმიტაცია) დასახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენას ადგილზე სპეციალური სასაზღვრო ნიშნების საშუალებით(დემარკაცია).

რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის პირობებში, კრემლის გზავნილი NATO-ს წევრთურქეთზე, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოზე აპელირება, ერთგვარად ახალისებს რუსეთის მხრიდან მსგავსიქმედებების „ლეგიტიმურობას“. ზემოთ ნახსენები მითების გავრცელება არის მუდმივი შიშის შექმნის მცდელობაიმის დემონსტრირებისთვის, რომ თუკი რუსეთი არ დაიცავს საქართველოს მას თურქეთის მხრიდან ელოდებასაფრთხე, რაც ტიპური რუსული პროპაგანდის ნაწილია. გარდა ამისა, საქართველოსა და თურქეთს შორისჩამოყალიბებულია მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური მოკავშირე, მოსაზღვრე NATO-ს წევრი ქვეყანა, რომელიცმხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და მის ტერიტორიულ მთლიანობასადა სუვერენიტეტს.

მაია ბაღათურია

გაზეთი “ფაქტ-მეტრი”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.