მიიღე მონაწილეობა საუკუნის პროექტში – მიმდინარეობს სტუდენტების რეგისტრაცია მულტიდისციპლინურ სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკულ პროექტში „პოლიტიკა სამსჯავროზე“

მიმდინარეობს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების (ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები) რეგისტრაცია მულტიდისციპლინურ სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკულ პროექტში „პოლიტიკა სამსჯავროზე“.

მსოფლიოში პირველად ეწყობა ცნობილი პოლიტიკური ფიგურების მიერ წარმოებული პოლიტიკის იმიტირებული სასამართლო პროცესები, ანუ პიროვნება კი არა, არამედ პოლიტიკა გადის სამსჯავროზე. სხვადასხვა სპეციალობის (სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების და სხვ.) სტუდენტებისა და ექსპერტ პროფესორ-მენტორების მიერ წინასწარი პოლიტოლოგიური და სამართლებრივი შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, იქმნება ბრალდებისა და დაცვის გუნდები, რომელთაც აქვთ თავთავიანთი დევიზი და ლოგო, თითოეულს ენიშნება პოლიტიკური მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში და სამართლის დარგში მენტორი. იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდეგ ჟიური (სასამართლო კოლეგია, რომლის შემადგენლობაშია პროფესორები, საპარლამენტო ლეგიტიმაციისა და სხვა კვალიფიციური პარტიების წარმომადგენლები) გამოიტანს განაჩენს, რამდენად შეესაბამებოდა გატარებული პოლიტიკა ქვეყნის სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს.
პოლიტიკოსები, რომელთა პოლიტიკაც გადის სამსჯავროზე: ბაგრატ მე-5 – გიორგი მე-7, ლავრენტი ბერია, ზვიად გამსახურდია, გიორგი მე-12, ვახტანგ მე-6, ერეკლე მე-2, თეიმურაზ პირველი, ლაშა-გიორგი, ლუარსაბ მე-2, ვასილ მჟავანაძე, ნოე ჟორდანია, გიორგი სააკაძე, სოლომონ მე-2, სტალინი, ედუარდ შევარდნაძე და სხვ. უცხოელებიდან, მაგალითად, განზრახულია ბრიტანელ სტუდენტებთან ერთად დევიდ ლოიდ ჯორჯის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1916-1922) პოლიტიკის გატანა სამსჯავროზე. ჩვენთვის საინტერესოა, თუ რა როლი ითამაშა მან საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობაში და სხვ.

ეს პროექტი ხელს უწყობს მრავალმხრივად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, მაღალი დონის სპეციალისტის მომზადებას, რისთვისაც სწავლების სხვადასხვა საფეხურისა და სპეციალობების სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა:
სასწავლო და სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკული სინთეზისა და უნივერსალიზაციის შედეგად ერთობლივად გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და ამასთან ერთად, განივითარონ კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება, ჩამოიყალიბონ თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის, საჯარო გამოსვლების, დებატების, სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის უნარ-ჩვევები, დაეუფლონ მოლაპარაკებების ხელოვნებას და სხვ.

ელექტონულის გარდა, შეიძლება დარეგისტრირდეთ ზვიად გამსახურდიას სახელობის კაბინეტშიც (სტუ, მე-6 კორპუსი, მე-6 სართული, ა ბლოკი). დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 555 119 829 (ნინო ოდიშელიძე) ან მოგვწერეთ ➡ https://www.facebook.com/samsjavrozepolitika

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdIDfDFR3QW0zNaUjFEz_69_FOR9qmyFPxQ5Am0TYky0UCy_w/viewform?fbclid=IwAR0tOOX6ZQ_ZkoiW9f43KaXf-qT6OvYBrCMhgR1es9TONNGDP-PxhYBJi_Q

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი
http://law.gtu.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.