“მიკვირს ბიძინა ივანიშვილისგან, ხედავს ყველაფერს რაც ხდება ქვეყანაში და ხმას არ იღებს”

ფინანსთან მინისტრი აცხადებს, რომ 2019 წლამდე საქართველოში პენსიების მატება არ იგეგმება და ის მომავალ წლამდე 180 ლარით იქნება განსაზღვრული.

რაც შეეხება პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, მათი ინიცირებული პროექტის მიხედვით, მრავალშვილიან ოჯახებსსტატუსი მიენიჭებათ და სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანიმშობლის სტატუსის განსაზღვრა და მათი მხარდაჭერა. სახელმწიფობიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნობავშვზე – დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით (2014 – საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.

ჯამური ფინანსური შედეგი სარგებლის სახით იქნება წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი.

უკვე არსებულ სოციალურ პროგრამებთან ერთად, ამ ეტაპისთვის ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ხალხზე ზრუნვის გამოხატულების მაქსიმუმი.

მიუხედავად საგრძნობლად გაძვირებული ცხოვრებისა, „ბიუჯეტის სიმწირის გამო“ ხელისუფლება გვეუბნება, რომ მეტის შესაძლებლობა არა აქვს.

და ამას გვიმტკიცებენ  მაშინ, როდესაც მაგალითად, გუბერნატორების ხელფასი მიმდინარე წლის პირველი იანვრიდანგაორმაგდა და  2 950 ლარის ნაცვლად 5 900 ლარი გახდა. ასევე გაიზარდა მხარის გუბერნატორის მოადგილეებისხელფასებიც, 40 ლარი დაემატა სახელფასო სარგოზე გუბერნატორის პირველ მოადგილეს, 50 ლარით კი დანარჩნმოადგილეებს.  

აღნიშნული გადაწყვეტილება,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 29 იანვარს მიიღო და სახელფასო ცვლილებაგუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხოთ.

გასულ თვეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა  პროექტი, რომლის მიხედვითაც, ასევეგაიზარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა და მერიის თანამშრომელთა ხელფასებიც.

პროექტის მიუხედვით, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3 ათასი ლარითაა განსაზღვრული. მათიპირველი მოადგილეების 2 600 ლარით. მერის მეორე მოადგილე 2 400 ლარს აიღებს.

სამსახურების უფროსები 2 000 ლარს, განყოფილებების ხელმძღვანელები 1 400 ლარს, უფროსი სპეციალისტები 1 100, უმცროსი სპეციალისტები კი 800 ლარს.

რაც შეეხება საკრებულოს, აპარატის უფროსი 1 800 ლარი, მოადგილე 1 500 ლარს.  

კომისიისა და ფრაქციის  თავმჯდომარეების ხელფასები 2000 ლარი იქნება, მათი მოადგილეები 1500 ლარი. 

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს (სოფლის რწმუნებულებს) სახელფასო სარგოდ 1 100 ლარიგანესაზღვრებათ.

აღნიშნული სახელფასო სარგოების მიხედვით, 2018 წელს მათი ოდენობა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 250-400 ლარით იზრდება.

ხელფასების მატება გახდა ბორჯომში მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზიც.

 თამუნა  ზაქარიაძე:  ჩემი აზრით, გაორმაგებული ხელფასები არ  ეკუთვნით დამსახურებულად. ვფიქრობ,  რომ დაუმსახურებლად გაისქელეს ჯიბეები, ჩვენს  ხარჯზე. ხალხს ხელფასები რაც ეკუთვნოდათ, ისიც შეუმცირეს. ზოგიც სამსახურიდან მოხსნეს. იმიტომ, რომ თავისი  ხელფასისთვის აღარ ჰყოფნიდათ და ბიუჯეტში აღარ  შედიოდა ფულები. ამიტომ, არაა ხალხისთვის არაფერი  გაკეთებული.

ვახტანგ მარგალიტაძე: ქვეყანას  არ ჰყავს პატრონი. მიკვირს  ბიძინა  ივანიშვილისგან. ხედავს ყველაფერს,  რაც ხდება  ქვეყანაში და ხმას არ იღებს.  ხელფასი აკლიათ მაგენს? ისიც არ ეკუთვნით, რასაც  ღებულობენ! სირცხვილი არაა? მამა არ ჰყავთ, დედა არ ყჰავთ, შვილი  არ  ჰავთ? არ ჰყავთ ვინმე  გაჭირვებული?  დაგვამხვენ ქვეყანა თავზე. რა ხელფასზე  და რა პრემიაზეა  საუბარი? მაგენი, მთავრობა, პარლამენტი „პატრიად“ ასაყვანია პატიმრობაში ყველა. მოატანიო  უნდა რაც აქვთ წაღებული. გაძარცვენ  ქვეყანა. უსაზიზღრესი  ხალხია. გეუბნებით,  ეზიზღება  ხალხს  მაგენი. მალე  იფეთქებს იცოდე  ხალხი გაზაფხულზე. ეს იცოდეს  ქვეყანამ. არ ვაპატიებთ ამ შეურაცხყოფას,  ამ საქონლებს, პირუტყვებს, ღორებს!!! მიმუშავია მეც ბრიგადირობიდან დაწყებული, თავმჯდომარეობამდე  დამთავრებული მარა, არ მიქურდია,  არ მიწუწკია… მე ასეთი რამე არ  გამიგონია! ადამიანი  არაფრად  არ უნდა ჩააგდო? ორი სასამართლო გადაწყვეტილება მქონდა ჩემს საქმეზე და არც ერთი არ შესრულდა. დავწერე  განცხადება,  დეპუტატი დეპუტატიო მიძახეს და ვერ ვნახე  საერთოდ აი თალაკვაძე.  ხოდა, დავწერე განცხადება.  ტყვილაა  აქანე.  ხელფასს კი  ღებულობს. როცა ბანდიტი სიორიძის  მხარდაჭერა  იყო საჭირო,  მთელი პირველი პირები ჩამოვიდნენ. მანამდე არ ჩამოსულა, არ შეგვხვედრია.  საარჩევნოდ  ჩამოვიდა  და  იყიდეს ხალხი. ჩვენ, ნაყიდი დეპუტატი გვყავს!

რევაზ დავითაძე: ჩემი აზრით, ესენი ყველა მოსაცილებელია. ყველაფერს  დაუმსახურებლად ღებულობენ. მე რომ შეშა მევიტანო სახლში  და ბაღანა გავათბო, მაგაზე მიჭერენ  და თვითონ, ხეებს  თხრიან და მიაქვთ. სამართალი სადაა? მთელი ხალხი  აბუჩად ვყავართ  აგდებული, გვაფურთხებენ  სულში და თვალებში.

-არასწორად ღებულობენ მაგენი ამ ხელფასებს. პენსიას  რომ პენსიონერი  აიღებს და  ერთ  თვეს კი არადა, ერთ კვიარას  არ  ჰყოფნის „დაჟე“ წამლებზე, რით უნდა იარსებოს ხალხმა? მაგენი მარტო ჩხუბზე არიან გადასულები. იჩხუბონ, იჩხუბონ. ხალხისთვის არაფერი არა  აქვთ  გაკეთებული, მარტო ხის გადატანა -გადმოტანით ერთობიან. ნახეთ რა  მდგომარეობაა  ციხისძირში, საიდანაც ეს  ხეები  გადააქვს.

-კიდევ ითხოვენ მომატებას?  არ ცხვენიათ?  პრინციპში, მოემატოს უნდა აბა რა, სკამზე რომ ზიან!  არ ვიცი  რა დონეზე არის  ხალხი  და  რა  სინდისით  ითხოვენ  ხელფასს. რას აკეთებენ ხალხისთვის? რისთვის ითხოვენ,  საერთოდ, ხელფასებს? ადამიანებზე თუ ფიქრობენ მაგენი? არაფრად არ გვთვლიან  დ ამაგისთვის იღებენ ხელფასს?!

– ეჰ, სადაა ხელფასები? ხალხი კვდება მშიერი! რომელ ხელფასებზე მელაპარაკები?  „სტო ტიში“  რაფერ  არ უნდა ეყოს, გელაპარაკები მითხარი… პარლამენტის წევრს ასი ათასი  აქვს, როცა   აგერ  180 ლარი გვაქვს  ჩვენ და იმასაც ვერ  ვყიდულობთ, რაც აუცილებელია. ცოლ-ქმარი  ვართ  სახლში პენსიონერები, გვაქვს  360  ლარი და არ გვყოფნის. მაგენისაა აი  ქვეყანა და ითხოვენ გაორმაგებულ ხელფასებს.  როგორც უნდა, ისე აკეთებენ. ხალხისთვის არაფერი არ კეთდება.  მაგენს  3 000  ათასი  ლარი აქვთ და გაორმაგება  უნდათ და ჩვენ 180 ლარი უნდა  გვეყოს? გაგვიორმაგონ პენსიები, რა იქნება?!

 ეკა  ჩხაიძე: დამსახურებულად  არ ითხოვენ  ნამდვილად,  ხელფასების გაორმაგებას. იმიტომ რომ,  პენსიები არ  გაზრდილა, ხალხი  უკიდურეს  გაჭირვებაშია  და მაგათი  ჯიბეები უნდა გასქელდეს    მარტო? ნამდვილად არ ვარ მომხრე. კი ბატონო, მოიმატონ. მე იმის მომხრე ვარ, რომ  სახლემწიფო მოხელეს უნდა  ჰქონდეს  დიდი შემოსავალი, რომ არ იყოს ორიენტირებული  მოპარვაზე  და  ქრთამის  აღებაზე. კი ბატონო,  მომხრე  ვარ,  მაგრამ, იმ სიტუაციაში,  როცა  პენსია   იქნება  ორმაგი და  ხელფასი  ექნება  ხალხს  შესაბამისი  და სახელმწიფო იქნება  თავის  დონეზე.  თუ არადა,  ეხლა  ნამდვილად არა  ვარ  მომხრე.

შოთა  ტუღუში: არასწორია  ხელფასების მომატება. მის  საქმეს იკეთებენ მაგენი.  გააორმაგონ და გააოთხმაგონ უნდათ  თავიანთი ხელფასები. მაქანე  ტყვილა  ყრია  ნახევარი.  გინდა  ქალაქში  და  გინდა  რეგიონებში.  ხალხისთვის არაფერი არა აქვთ  გაკეთებული. ზედა მთავრობაა მოშლილი და რეგიონში  რა  უნდა თქვან?   ხელფასების მატება უნდათ კაია, მასე ყველას   ბევრი რამე  უნდა,  მარა სადაა?   ეს   დაუმსახურებული მოთხოვნაა.

ნანა კარსანიძე: თუ რამე აზრი   ექნება  ჩემს  პასუხს, გიპასუხებთ, რომ განათლება ყოველთვის უნდა დაფასდეს. იმიტომ მიიღეს უმაღლესი განათლება, მაგრამ, გააჩნია ხალხი რა მდგომარეობაში ჰყავს ამ მთვარობას. აქედან გამომდინარე, ხალხი რომ გაჭირვებულია სოციალურად  და ჩაძირულია, მაშინ მომატება კი არა, უნდა იკლებდნენ და ხალხისთვის უნდა ზრუნავდნენ. რაც შეეხება გაორმაგებულ ხელფასებს, თუკი  სინდისი აქვთ,  ნამდვილად არ უნდა ითხოვდნენ.  იმიტომ რომ, მათ ირგვლივ უამრავი გაჭირვებული  ადამიანია. ელემენტარული წამალი რომ იყიდონ, პურით  რომ დაკმაყოფილდნენ, ჩაით და შაქრით, ის არა  აქვთ. ჩემს  გარშემო რამდენია  ასეთი  გაჭივებული და ნუთუ თვითონ ვერ ხედავენ? არ არსებობს, კი ხედავენ, მაგრამ, თვითონ კარგად ცხოვრობენ, უზრუნველყოფილი ჰყათ  თავისიანები  და ხალხის ბედი ვის  აინტერესებს? რასაც ვეთანხმები,  არის ის, რომ განათლება დაფასებული უნდა იყოს  და შესაბამისად აიღონ  გაორმაგებული ხელფასებიც, მაგრამ  ხალხიც უნდა დაფასდეს.

წყარო: guriismoambe.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.