“მის დედამიწა 2018” ვიეტნამის წარმომადგენელი გახდა

ტიტული “მის დედამიწა 2018” ვიეტნამის წარმომადგენელმა ფიონგ კხან ნგუენმა მოიპოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კონკურსის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

მას ტიტული მანილაში გადაეცა. გვირგვინი კი “მის დედამიწა 2017”-ის გამარჯვებულმა კარენ იბასკომ გადასცა, რომელიც ფილიპინების წარმომადგენელია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მის დედამიწა 2018” უნივერსიტეტში მარკეტინგს სწავლობს და თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.