მის ნაბიჯს შეგვიძლია დავარქვათ პოპულიზმიც, პიარიც ..

საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია, კახი კალაძის მიერ ორგანიზებულ ამხანაგური მატჩის შესახებ წერს. გუშინ დიღმის მასივში, დედაქალაქის მერის ინიციატივით ამხანაგური თამაში ჩატარდა ნიგერიელებსა და ქართველებს შორის.

„კახა კალაძემ გამოავლინა პოლიტიკური ხიბლი მასობრივი საზოგადოებისთვის, ასე ვიტყოდი. მის ნაბიჯს შეგვიძლია დავარქვათ პოპულიზმიც, პიარიც და ა.შ. მაგრამ ნებისმიერი შემთხვევისათვის მან იპოვა პოლიტიკური ხრიკი, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს ახასიათებთ, ეს არის დეესკალაციის უნარი და პრობლემის პოზიტივში გადაწყვეტა. ამიტომაც ვუწოდებ ამას პოლიტიკურ ხიბლს.

კალაძე ჯერ არ ვიცი, როგორი მერი იქნება, არ მომწონს მისი მოჭარბებული მიდრეკილება პრომოუტინგისადმი, კიდევ ბევრი რამ როგორც აღმასრულებლისა, მაგრამ ამის ადგილი ამ პოსტში არ არის, მომწონს ის, რომ ის განვითარებადი პოლიტიკოსია, დღითიდღე იძენს პოლიტიკური ლიდერისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ისე, რომ მინიმალურია მისი მხრიდან აგრესია და მომატებულია სტრესიდან გამომყვანის იმიჯი; ეს უკანასკნელი კი მთავარი თვისებაა რაც პოლიტიკურ ლიდერს უნდა ახასიათებდეს.

თანამედროვე პოლიტიკური ლიდერი ასოცირებულია “მხსნელობასთან” და არა უბრალოდ ექსპერტულ შემფასებელთან; კალაძე, ჯერ მართალია მხოლოდ მინიატურულ დონეზე ფლობს ამ უნარებს, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ეს ელემენტები მის საქმიანობასა და იმიჯმეიკინგში უკვე გაჩნდა. ეს კი უდაოდ პოზიტიურად შესაფასებელია.“- წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.