მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 450 000-ზე მეტი განცხადება დარეგისტრირდა

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიწა საკუთრებაში 450 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის უფასოა შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

“ამ ეტაპზე საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში 23 ათასამდე განცხადებაა გაგზავნილი, 60 000-ზე მეტ განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლებისდამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს. სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1000-მდე კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის სერვისით უკვე 1800-ზე მეტმა მოქალაქემ უფასოდ ისარგებლა”, – აცხადებენ უწყებაში.

კანონი მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, რომელმაც მიწის რეგისტრაცია გაამარტივა 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და ძალაშია 2018 წლის 1 ივლისამდე.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.