მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო

კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკაევს. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ავრცელებს.

დაკავების ამსახველი რამდენიმე წამიანი ვიდეომასალა მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” გვერდზეც გავრცელდა.

გავრცელებული ვიდეომასალით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ კაფეში სპეცრაზმის წევრებმა აიყვანეს.

დავით საყვარელიძე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდებს.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.