მიხეილ სააკაშვილი ისევ ტელეწამყვანობას უბრუნდება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხზე ZIK გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, თიზერს კი თავად სააჯაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

გადაცემა ეთერში 7 დეკემბრიდან ყოველ პარასკევს 18:30 სთ-ზე გავა.

გადაცემის სახელწოდებაა „ჯოკრები – გზა პრეზიდენტობისკენ“. ის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შესახებ გადაღებულ სიუჟეტებს ექსპერტებთან ერთად გააანალიზებს.

ის ამ არხზე სევგილ მუსაევს შეცვლის, რომელიც აშშ-ში გაემგზავრა სასწავლებლად.

იმავე ტელეარხზე გასულ წელს სააკაშვილს სხვა გადაცემა – „სხვა უკრაინა“ მიჰყავდა. ის გადაცემას მხოლოდ რამდენიმე თვე, 2017 წლის მარტიდან ივნისამდე უძღვებოდა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.