მიხეილ სააკაშვილი – ხუთ წელიწადში საცობების მოსაგვარებლად მფრინავი მანქანები გამოჩნდება და ჩვენ ეს ჩაჩაჩული ქალი უნდა ვინახოთ შვიდი წელი პრეზიდენტად?

საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ახლა სჭირდება პირდაპირი დემოკრატიის შემოღება.

როგორც ექსპრეზიდენტმა ქალაქ ჰანოვერში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ხალხს პარლამენტისა და პრეზიდენტის გადარჩევაც უნდა შეეძლოს ვადაზე ადრე.

„დღეს როგორ არის, ირჩევ პარლამენტს ოთხი წლის ვადით და გეუბნებიან, ოთხი წელი ხელი არ შეუშალოთო. რატო არ უნდა შეუშალო, ვინ არიან? ოთხი წელი სად აქვს ქვეყანას, ოთხი წელი არის მთელი ეპოქა. კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში მანქანების ნახევარი გერმანიაში ივლის მძღოლის გარეშე. კიდევ ხუთ-ექვს წელიწადში, იქნება ძალიან ბევრი მფრინავი მანქანა, იმიტომ, რომ საცობის პრობლემას სხვანაირად ვერ გადაწყვეტენ. კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში ადამიანები მასობრივად გაფრინდებიან კოსმოსურ ტურიზმში. რეალურად ყველაფერი აქეთ მიდის და თქვენ რა გინდათ გვითხრათ, რომ ახლა მაგალითად, ბესელია რომ ავირჩიოთ კიდევ ხუთი წელი, ბესელიას უნდა ვუყუროთ, სანამ მსოფლიო კოსმოსში მიფრინავს?  ზურაბიშვილი შვიდი წელი რომ ჰყავთ არჩეული, შვიდი წელი უნდა ვინახოთ, რომ ეს ჩაჩაჩული ქალი არის საქართველოს წარმომადგენელი? მე კი არავისზე არ უნდა ვლაპარკობდე ჩაჩაჩულიაო. საუბარი არის პირდაპირ დემოკრატიაზე; არ მოგვწონს პარლამენტარები – გამოვიწვიოთ. ჩამოვართვათ უმეტესი უფლებები, რითი არიან ისინი ჩვენზე ჭკვიანები? ვიღაც დეპუტატი თალაკვაძე, მესმის რომ კარგი პოეტია, მაგრამ რითი არიან ისინი უკეთესები?“ – თქვა სააკაშვილმა შეხვედრაზე.

1tv

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.