მკვდარი ზღვა ყოველწლიურად 1 მეტრით მცირდება

მკვდარი ზღვის ტერიტორიაზე მიწის 6500-მდე ნაპრალია, რაც წყლის ეროზიით არის გამოწვეული. ასეთ დროს წყალი მიწის ზედაპირის ნაცვლად გრუნტში ჩადის, შედეგად კი დამშრალ ადგილებს ვიღებთ. ამ პროცესის გამო მკვდარი ზღვა ყოველწლიურად 1 მეტრით პატარავდება, ნაპრალების რაოდენობა კი შესაბამისად იზრდება.

ადგილი, რომელიც ერთ დროს ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი იყო, დღეს გაუკაცრიელებულია.

შესაძლებელია თუ არა რომ ნაპრალები დადებით კონტექსტშიც განვიხილოთ? ამ შეკითხვას BBC Travel-ი სვამს და პასუხის გაცემასაც ცდილობს.

გამოცემის ცნობით, ელი რაზი მკვდარი ზღვის ნაპრალებს 17 წლის განმავლობაში სწავლობდა. მისი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს მკვდარი ზღვის კრიზისის შესახებ ინფორმაციის მიღება ადგილზევე შეეძლოს. ელი რაზი თვლის, რომ ადამიანებმა საკუთარი თვალით უნდა ნახოთ ის სილამაზე, რაც ამ პროცესს ახლავს და თან გაიგონ პრობლემის არსის შესახებ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.