მოახერხებს თუ არა დიდი ფულით ივანიშვილი ოპოზიციის მოსყიდვა-გაყოფას, რატომ არის უკმაყოფილო კალაძით და რა ხდება შუშის სასახლის კარზე?

ყველა მინუს «ქართული ოცნება»! სახელისუფლებო გუნდისპოლიტიკურმა სიძულვილმა 20 ოპოზიციური პარტია გააერთიანა. ის, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ვერ და არ ხერხდებოდა, სულგაყიდული ოპოზიციური კიკუ-ლიდერების გამო, ამ ეტაპისთვის ეს შესაძლებელი გახდა, თუმცაოპოზიციურ ლიდერთა სახელები და სახეები არ შეცვლილა, იგივე პოლიტიკური ნაგავია ბაზარზე, უბრალოდ, ძალიან ბევრჯერ მოხმარებულ სუბიექტებს კიდევ ერთხელ გამოაქვთ საკუთარი თავები პოლიტიკურ დახლზე, იმ იმედით, რომ კოალიციურ მთავრობაში იქნებ მათი ადგილი აღმოჩნდეს.

პოლიტიკაში მუდმივი ინტერესებია და არა მტრები, რომლებიც ხვალ შესაძლოა, მოკავშირედაც გაიხადო. ესაქსიომა ათასგზის გამოცდილია, თუმცა მაინც საეჭვოდ მოჩანდა  იურისტისა და ყოფილი დეპუტატის ვალერიგელბახიანის ჩვენთან ინტერვიუში ნაწინასწარმეტყველები პოლიტიკური სვლა, რომ ბურჯანაძე და«ნაციონალური მოძრაობა» ერთ პოლიტიკურ მაგიდასთან აღმოჩნდებოდნენ… მაგრამ გასულ კვირას მოწმენიგავხდით 20 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებისა, ისეთებისაც კი, ვისი ერთად ნახვა წარმოუდგენელირეალობა იყო. რა პროცესები იწყება ქართულ პოლიტიკაში? შეძლებს თუ არა ივანიშვილი ოპოზიციურიერთობის დანგრევას? რა ხდება პოლიტიკურ კულუარებში? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე «ალიას» კითხვებს ვალერი გელბახიანი პასუხობს:

– რა გარდაუვალი პოლიტიკური აუცილებლობა იყო ოპოზიციის გაერთიანება, სადამდე გასტანს ეს და რითდასრულდება საარჩევნო კოდექსის შეცვლის იდეით შექმნილი გაერთიანება?

– მოკლედ რომ ვთქვათ, რაც მოხდა, ეს არის ინტერესთა თანხვედრა და საერთოდ, პოლიტიკური კანონზომიერებააეს და ვინც აკვირდება ისტორიის მოვლენებს, მან იცის, რომ ზოგადად მტრები პოლიტიკაში არ არსებობენ, არსებობს მუდმივი ინტერესები. ამიტომაც ვამბობდი, როდესაც აიძულებ ყველა პოლიტიკურ ძალას, შენსწინააღმდეგ გაერთიანდნენ, იმის იმედზე აღარ უნდა იყო, რომ ერთმანეთი არ მოსწონთ და ამიტომ ერთმანეთისგვერდით არ დასხდებიან… ილუზია, რომელიც ვიღაცებს ჰქონდათ, რომ ბურჯანაძე არ დაჯდებოდა«ნაციონალებთან», ან სხვები, დაიმსხვრა. მეტსაც გეტყვით, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან საპარლამენტოპოლიტიკური პარტიები, რამდენიმე, ალბათ, შეიქმნება კიდეც ახლა, რომლებიც თუ გაერთიანებულ ოპოზიციას არშეუერთდებიან, მაშინ «ქართული ოცნების» სატელიტებად აღიქმებიან და არანაირი პერსპექტივა მომავალში არექნებათ. ყველა იძულებული გახდება, ერთად დასხდნენ, აქ უკვე «ნაცმოძრაობის» პრობლემა კი არ დგას, არამედდგას «ქართული ოცნების» ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში. ესპოლიტიკური ძალა უკვე ხელს უშლის ქვეყნის მომავლის სწორედ განვითარებას. შეიძლება ერთ დროს იყოპროგრესი ამ პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლით, მაგრამ ახლა ეს უკვე მუხრუჭია ქართულისახელმწიფოს მომავლისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის მიღებული კონსტიტუცია აქვთ, ვხედავთ, რომეს არის მკვდრადდაბადებული კონსტიტუცია. კონსტიტუცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი სახელმწიფოში. როცა ახალ კონსტიტუციას იღებენ, ქვეყანაში ყველაფერი რადიკალურად იცვლება. აქ კონსტიტუციის მიღებისპროცედურა დაიბრალეს, თორემ ქვეყანაში არაფერი არ იცვლება და ამიტომაც, დაიბადა მკვდრად ეს კონსტიტუცია. გახსოვთ, ჩვენ ვწერდით ამაზე «ალიაში» და ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ასეთი გზით მიღებული ქვეყნისძირითადი კანონი იქნებოდა მკვდარი კანონი და კი ვხედავთ, პირველივე კრიზისს სასამართლოსთან მიმართებაში, ვხედავთ, რამოდენა ბზარი გააჩინა რეალობასა და ქაღალდზე დაწერილ ინსტრუმენტს შორის. ამ დროს არსებობენადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან სახელმწიფოს განვითარებას და არ იციან, როგორ მართონ ქვეყანა და არცსხვას აძლევენ სადავეს. ამიტომ ხელისუფლება დგას ამ ამოცანის წინაშე, მის წინააღმდეგ ყველა ერთიანდება, დარჩება როგორც მარტო სუბიექტი და აღარანაირი რესურსი არ ექნება, თავი გადაირჩინოს.

– ივანიშვილმა თავი რომ გადაირჩინოს, სააკაშვილის მუდმივ ოპოზიციაში ყოფნა მისი ერთ-ერთი კოზირია. თქვენ როგორ ფიქრობთ, იმ დიდი ფულით ივანიშვილი მოახერხებს ოპოზიციის მოსყიდვა-გაყოფას, რომსამშვიდობოს გავიდეს?

– არა მგონია, პოლიტიკური რესურსი ბევრი აქვს, მაგრამ, როგორც ვხედავ, ივანიშვილის გუნდშიპოლიტტექნოლოგიას ვერ ფლობენ, რომ შესთავაზონ სხვადასხვა ვარიანტი იმისთვის, რათა თავი გადაირჩინოსპოლიტიკურად, მხედველობაში მაქვს ის, რომ შეიძლება მაქსიმალური შედეგი ვერ მიიღოს, მაგრამ იმისთვის, რომდარჩე პოლიტიკაში და უსაფრთხოდ იყო, რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგა, უნდა გაათავისუფლო საარჩევნომოედანი. თუ შეეცდება, ივანიშვილი ეს მოედანი არ გაათავისუფლოს და მხოლოდ თავისად დაიტოვოს, მაშინგანწირულია და ლაპარაკი ზედმეტია, რით დამთავრდება ეს ყველაფერი.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად თამაშობს? ის შეძლებს, რომშექმნას ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია,  რომელიც თავად დაგვიანონსა?

– ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის წინასწარ გათვლილი, პიარით და შედეგზე ორიენტირებული. ორი წლის წინათ, მახსოვს, როგორი ზირ-ზეიმით გამოდიოდა ბესელია და ამბობდა, რომ მოსამართლის უვადო გამწესება, ეს იყორეფორმის მესამე ტალღა და ევროპა გაგიჟებული იყო ამ რეფორმით, თურმე ისე მოსწონდათ. ალა იგივე თემაზეგანხეთქილება შედის პოლიტიკურ პარტიაში და ლამის ჩამოემხო თავზე «ქართულ ოცნებას» სასამართლოსმართლმსაჯულება.

– მაშ, რა ხდება თქვენი აზრით?

– ორი მოსაზრებაა, ერთი ის, რომ ეკა ბესელია იბრძვის, ადგილი დაიმკვიდროს ქართულ პოლიტიკაში, რასაც ვერგამოვრიცხავთ, ან კიდევ ივანიშვილი აძლევს შესაძლებლობას, რომ ვითომ ოპოზიცია შეიქმნას რომელიცივანიშვილის სატელიტი იქნება.

– თუკი ეკა ბესელიამ გადაწყვიტა გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობა, ფიქრობთ, რომ მასთანნდობის ნაწილში პრობლემები შეიქმნება?

– თუ ეკა ბესელია, «ქართულ ოცნებას» არ დაუპირისპირდა, არ ამხილა და არ გამოაგდო წინა პლანზე ე.წ. კომპრომატები, რა მოხდა და რატომ გავიდა პარტიიდან, თუნდაც ამ ნაწილში, ის ოპოზიციაში ადგილს ვერმოიპოვებს. ვერ მოიპოვებს კიდევ იმიტომ, რომ ყველას, მათ შორის ჩვენც, ეჭვი გვაქვს, რომ ეს არის ნაწილი იმგეგმისა, რაც ჩაფიქრებული აქვს ბიძინა ივანიშვილს. როცა იცი, რომ ეს გეგმის ნაწილია, რატომ ითანამშრომლებმასთან?! ამიტომ მან უნდა დაამტკიცოს, რომ ოპოზიციაა და ასე ვთქვათ, ხელისუფლების შეცვლაა მისი ამოცანა, ისევე როგორც დანარჩენი ოპოზიციისა. ასე სპონტანურად, რომ მე გამოვედი «ოცნებიდან» და მომეცითდედოფლის ადგილი, ნურას უკაცრავად, ეს ასე არ არის.

– ეკა ბესელიამ გააჟღერა, რომ არ არის გამორიცხული, დადგეს ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი, ამშემთხვევაში რა პროცესებთან გვექნება საქმე, შეიძლება უმრავლესობა დაიშალოს და პარლამენტში დაკარგოსუმრავლესობა?

– ეგეც იმ ეჭვების ნაწილია, რომ ეს ყველაფერი არის თამაში! იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე არავინ არაფერსამბობს, მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ არანაირი გუნდი ეს ხალხი არ არის და სიტყვა «გუნდი» უკვე გააუფასურეს. ერთი კაცი არის იმ პარტიის ხერხემალიც და პარტიის ფეხიც და ხელიც. თუ რამე ხდება მმართველ პარტიაში დავინმეს რამე უნდა დაჰბრალდეს, ამაში პასუხისმგებელი პირი არის ბიძინა ივანიშვილი. ეკა ბესელიამ და მისმაჯგუფმა მოინდომა ჯოხის გადატეხა კობახიძეზე. კობახიძე არის ერთი გაუთლელი კაცი. მე ვფიქრობ, პოლიტიკაშიასეთი გაუთლელი ადამიანები არ უნდა იყვნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯოხი გადატეხო კობახიძეზე, ეს იმასნიშნავს, გადაარჩინო ივანიშვილი, ხომ ასეა? ამიტომ, მე კიდევ მგონია, რომ ის დიდი სცენარი, რომელიც დღეს ჩვენთვალწინ თამაშდება, მხოლოდ იმისთვის არის, რომ არასასურველი პირები გააყოლონ ამ იმპიჩმენტის პროცედურასდა პარლამენტში ივანიშვილმა დაიტოვოს ხუთი-ექვსი კაცი ისეთი, რომლებიც  მომავალშიც იქნებიან და პლუსსატელიტებად დარჩებიან, რომლებიც სამ პროცენტს დადებენ. ხუთმა პარტიამ სამ-სამი ან ორ-ორი მანდატი მაინცრომ აიღოს, ეს უკვე არის ის რესურსი, რომლითაც კვლავ თავს იმაგრებს ივანიშვილი პოლიტიკაში, თანაცდემოკრატიული ელემენტებით. ამ დიდ საქმეს უკეთებს ის გუნდი, რომელიც თავს ოპოზიციას უწოდებს.

– ის გაურკვეველი სახეები, რომლებიც დღევანდელ «ოცნებას» წარმოადგენენ, ჩვენ არ აგვირჩევია, არაკანონზომიერი პროცესია მმართველ გუნდში რაც, ალბათ, გაუთვალისწინებელი პოლიტიკური შედეგითუნდა დასრულდეს და საერთოდ დაიშალოს… ამ საკითხზე მაინტერესებს თქვენი პასუხი.

– ჯერ ერთი, აქედან დიდი ნაწილი, ე.წ. ახალი სახეებისა, ნუ დაგავიწყდებათ და, ყველანი შემოყვანილი ჰყავსკვირიკაშვილს. არანაირი გუნდური პრინციპით ისინი ივანიშვილთან არ არიან, უბრალოდ თავის დროზე პატრონიჰყავდათ კვირიკაშვილის სახით, რომელსაც  რაღაცა ნიშნით ეს სახეები შერჩეული ჰყავდა. პოლიტიკური ნიშნითრომ არ ჰყავდა შერჩეული, ეს უკვე გამოჩნდა, რადგან ეგრევე გადასახლდნენ სხვის ოთახებში. მაშინ, როდესაცპატრონი იყო კვირიკაშვილი, რომ შეკრებილიყვნენ და ეთქვათ, ჩვენ წარმოვადგენთ კვირიკაშვილის გუნდსპარლამენტში, კეთილი ინებეთ და მას აუგად ნუ იხსენიებთ, ნახავდით რა ფასი დაედებოდათ პოლიტიკურად. მაგრამ ეს მშიშარა კურდღლები, არიქა, პატრონი აღარა გვყავსო და ახლა გაათმაგებული უსინდისო ქცევებით, შავზეთეთრს ამბობენ. ამას კადრულობს ეს ხალხი, რომ ივანიშვილს დაუმტკიცონ ერთგულება, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ამით ივანიშვილს ვერაფერს ვერ დაუმტკიცებენ. ისინი სხვა ხალხის მოყვანილია და მას გააყოლებენ მომავალარჩევნებზე.

– რას ფიქრობთ კახი კალაძის გუნდზე?

– კახი კალაძე ერთადერთი დასაყრდენია ივანიშვილისთვის, სხვა დასაყრდენი ივანიშვილს არ ჰყავს, ამიტომგაუფრთხილდება კალაძეს, მაგრამ თუ კობახიძის იმპიჩმენტი მასთან მართლა შეთანხმებულია, მაშინ კალაძეც იმცხრილში მოხვდება და ხმას ვერ ამოიღებს. თუ იმპიჩმენტი განხორციელდა, ბუნებრივია, კალაძე უკვეჩამოშლილია, მისი დასაყრდენი პარლამენტში აღარ არის, ეს იმას ნიშნავს, კალაძეს სახვეწარი აქვს ივანიშვილთან, ვერც გაბედავს გვერდზე გაიწიოს და ამიტომ ჩაჰყვება ბოლომდე ამ პროცესს.

– მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ თითქოს ივანიშვილი ითხოვს კალაძის გადადგომას…

– ეგ ამბავი მეც მომივიდა, რომ ივანიშვილი უკმაყოფილოა კალაძის ქმედებებით და საქციელით, მან ძალაუფლებაგაითავისა, ეს მის განცხადებებშიც გახდა შესამჩნევი, ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ თუ მართლა გიჟი არა ხარკაცი და ქვებს არ ისვრი, ეგეთი განცხადება არ უნდა გააკეთო და როცა ბედავ, შენ ზემოთ მხოლოდ ღმერთიმიგაჩნია უფროსად და მბრძანებლად, როცა საკუთარი თავის ასეთ ფსიქოპორტრეტს შენ თვითონ ქმნი, ბუნებრივია, მოწინააღმდეგეები ყველგან გაგიჩნდება და მათ შორის პატრონებთანაც. ასე რომ, არა მგონია, უსაფუძვლო იყოსხმები, რომ ივანიშვილს აღარ მოსწონს კალაძე და ის უნდა, რომ ჩააჩოჩოს. ხომ ხედავთ, ივანიშვილი იმ ადამიანებსებრძვის, ვინც ძლიერდება, გაძლიერებული პარტნიორი არავის სჭირდება, ივანიშვილი არის ერთპიროვნულიმმართველი, მას სჭირდება მონები და სუსტი ადამიანები.

– რა ინფორმაცია გაქვთ, რა ხდება ზოგადად ივანიშვილის კარზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ვიწრო ჯგუფებს იბარებს, ორკაციან შეხვედრებს მართავს სოლოლაკის რეზიდენციაში, რატომ აირჩია ეს ფორმატი, რასთან გვაქვს საქმე დააქვე გკითხავთ, ძალიან ნიშანდობლივია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მუქარანარევიგანცხადება, რას ვერ გვპატიობს რუსეთი, ასე ადვილად დათმობენ ამერიკელები ანაკლიის პორტისმშენებლობის თემას?

– მე ვიცი, რომ ივანიშვილი, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან რუსეთს ჰპირდება აფხაზეთში რკინიგზის გახსნას, რომელიც სომხეთიდან რუსეთში შევა აფხაზეთის გავლით და ამიტომ აფხაზეთის რკინიგზა უნდა განახლდეს. მაგრამ ყოველთვის იმიზეზებდა რაღაც ფაქტორებს. როგორც ჩანს, სომხეთი აღარ არის იმ რეჟიმში, სომხეთშიმოვიდა სხვა ტიპის ხელისუფლება, ბუნებრივია, თუ რუსეთი ვერ შეუსრულებს პირობას სომხეთს, ისგაუნაწყენდება და განუდგება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რუსეთს მწვავედ დაუდგა საკითხი, სომხეთი რომარ გაექცეს, სომხეთში უდგას სამხედრო ძალები მას და ახლო აღმოსავლეთს იქიდან აკონტროლებს, ამიტომ მათიინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს. ალბათ, ეგ არის ერთ-ერთი პირობა, რომ გაიხსნას რკინიგზა, თუ რკინიგზისნაცვლად ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება, ეს რუსეთისთვის ნიშნავს, რომ ის პირობა, რაც რკინიგზასთან არისდაკავშირებული, პრაქტიკულად შეუსრულებელი რჩება და ატყუებს რუსეთს საქართველო, ანუ ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ივანიშვილს ორმხრივი ვალდებულება აქვს, ერთი მხრიდან დაუმტკიცოს, რომ ანაკლია არ იქნება, მეორემხრივ, კვლავ უნდა უთხრას, რომ რუსეთმა თავად შეარჩიოს დრო, საქართველოში შექმნას ისეთი ვითარება, რომ ესდრო იყოს შერჩეული რკინიგზის გასახსნელად. ეს როგორ განხორციელდება, უკვე თავსატეხად აქვს ივანიშვილს დადესპანი მარტო აბაშიძე არ იქნება, ალბათ, სხვა დესპანებიც მონაწილეობენ ხელისუფლების დაწყნარებაში, იმიტომ, რომ ივანიშვილს სერიოზული ბიზნესები დარჩა მოსკოვში და მისი წარმომადგენლები მართავენ იმ ბიზნესებს, რუსულ ხელისუფლებას იქაურ წარმომადგენლებთან უფრო ექნებათ კავშირი, ვიდრე ოფიციალურად აბაშიძეფოსტალიონად ჰყავდეს ამბის მიმტანად. არ იქნება მასე, ფარული მოლაპარაკებები უფრო რეალურია, ვიდრე ღია, ოფიციალური მოლაპარაკება. ეს ორი ამოცანა, რომელიც დგას რუსეთ-საქართველოს წინაშე, რომ, ერთი მხრივ, გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზა და მეორე მხრივ, არ გაიხსნას ანაკლიის პორტი, უცებ გამოჩნდა ხაზარაძის ფაქტორი, კვირიკაშვილის ფაქტორი და რა თქმა უნდა, თუ არ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ ის ეწინააღმდეგება ანაკლიისპორტს და თუ არ დაიწყო შეტევები ამ მიმართულებით, რუსეთს მის მიმართ ნდობა ექნება მთლიანადიგნორირებული და მერე, ალბათ, რუსეთის ხელით მოხდება მისი ჩამოცილება.

– თქვენ როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ მოვლენები როგორ წარიმართება?

– ანაკლიის პორტი რომ გაჩერდა, ფაქტია, ამ სკანდალის შესახებ მსოფლიომ გაიგო და არცერთი ინვესტორი ფულსაღარ ჩადებს. ეს არის დე ფაქტო სიტუაცია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პერსპექტივა დასრულდა, მაგრამრა ბედი ელის რკინიგზის საკითხს, ეს არ არის დასრულებული.

– აფხაზეთის რკინიგზა თუ გაიხსნება? რა გზას ირჩევს ივანიშვილი, საბოლოოდ მისი პოლიტიკა რუსეთისკენმიდის?

– აბა, ვისკენ მიდის? შევარდნაძეს ჰქონდა ორმაგი სტანდარტი რუსეთთან, ეთამაშებოდა რუსეთს და ამერიკელებსაცდა ეს ამბავი არ გამოუვიდა. როგორც ჩანს, ივანიშვილმაც იგივე კურსი აიღო, ეშმაკობით, დროის გაყვანით დარაღაცით რუსეთი შეეჩერებინა, მაგრამ თქვენ იცით, რუსეთი რა ხისტი მოთამაშეა. რაღაცა დროის გასვლის შემდეგღიად იწყებენ საუბარსაც და მოქმედებებსაც, რისი ინტერესიც აქვთ.

– მაინტერესებს, დღემდე არ არის ამერიკის ელჩი დანიშნული და რას ელოდებიან ამერიკელები, რა ინფორმაციაგაქვთ? ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ინტერესები არის რუსეთისკენ, მაგრამ ამერიკელებს ამხელა ფულიაქვთ ჩადებული და ასე მარტივად არ დათმობენ. ანაკლიის პორტის ანულირება ნიშნავს, რომ ამერიკელებს შავზღვაზე გასასვლელი ეკარგებათ. ამას გადაყლაპავენ?

– რა თქმა უნდა, არა! ამერიკელებს ძალიან ღია პოლიტიკა არ ექნებათ ამ მხრივ, ფარული და ლატენტური პოლიტიკაექნებათ, პირდაპირ რა თქმა უნდა, არ გაილაშქრებენ არავის წინააღმდეგ, მაგრამ დიპლომატიური და პოლიტიკურიხერხებით შეეცდებიან, რუსეთის ყველა ინტერესი საქართველოში დაიბლოკოს. ვნახოთ, თვითონ რუსეთი თუდაიწყებს ღია თამაშს, თორემ ამერიკელები ამას არ იზამენ, ეს არ არის მათი სტილი, დემოკრატები დარესპუბლიკელები დაბნეულები არიან, ტრამპმა ორივე პოლიტიკურ ძალას საგარეო და საშინაო პოლიტიკისპარამეტრები აურია, თორემ ჩვენ გვახსოვს, როცა დემოკრატები მოდიოდნენ, საგარეო პოლიტიკა ცოტა თეთრიხდებოდა, მაგრამ გარე ტაქტიკური არა ღია ფორმებით. რესპუბლიკელები, პირიქით, ომებით, ბრძოლებით დატანკებით იყვნენ. ამერიკულ ტაქტიკაში რაღაც შეჩერდა, ისე აღარ არის, სახელმწიფოში კი მუშაობენ, მაგრამ ტრამპსარა აქვს ღირებულების ის კომპლექსი, რაც წინა პრეზიდენტებს ჰქონდათ. ამან, ცოტა არ იყოს, დააბნიაამერიკელები, ამიტომ ზუსტად რამის თქმა შეუძლებელია, თუმცა ამერიკული ინტერესი იგივე დარჩება ტრამპისმიუხედავად, რაც იყო დღემდე, მაგრამ ბრძოლის ტაქტიკას და ფორმას რას გამოიყენებს, ეს ჯერჯერობით ცნობილიარ არის.

– თქვენ რით ხსნით, რომ ელჩი დღემდე არ არის დანიშნული?

– ელჩს დანიშნავენ, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი გახადეს, სიმბოლურად უნდანიშნავდეს, რომ ელჩის დანიშვნით საქართველოში რაღაც შეიცვლება. მე მგონი, უფრო ამას უკავშირებენ შედეგს.

– თუ საქმე მოითხოვს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დაიჭერენ?

– არა მგონია, მაგრამ, თუ ესენი აქტიურ თავდაცვაზე არ გადავიდნენ, ანუ პოლიტიკაში თუ არ გადავიდნენ… მედღესაც ვეუბნები იგივეს, რომ თავშივე შეცდა მამუკა, როცა დაიჯერა, რომ, თუ პასიური იქნება, გაითვალისწინებსამ ფაქტორს და შეიბრალებს ან შეიწყალებს. თუ მასე ფიქრობს, ძალიან ცდება, როგორი ტაქტიკურადაც არ უნდამოიქცეს, ის კაცი ამას არ დააფასებს. სანამ მისთვის ხაზარაძე საფრთხეს წარმოადგენს, მანამდე ყველაფერსგააკეთებს და გამოიყენებს ყველა რესურსს, რაც გააჩნია, მათ შორის პროკურატურას მის წინააღმდეგ. ამიტომ, როგორც კატას აქვს ჩვევა, რომ თაგვს ათამაშებს შეჭმამდე, შეიძლება ეს პრინციპი გამოიყენოს, ამ ეტაპზე არა, მაგრამთუ ხაზარაძეს არ ეყოფა ნერვები, ან რამე განცხადებას გააკეთებს ისეთს, ან, როგორც წესი, დაიწყებს ოპოზიციასთანკეკლუცობას, ადვილად მიმართავს შემდეგ რადიკალურ ზომებს. ამიტომ ჩემი რჩევა რაც თავში იყო, დღესაც იგივემაქვს, მამუკა ხაზარაძე შეიძლება როგორც ბანკირი არავის მოსწონდეს და უყვარდეს, ვის უყვარს დღეს ბანკირი დაფულიანი კაცი, მაგრამ მისი როლი და მისი ფუნქცია დღეს ყველაზე საჭირო შეიძლება იყოს ამ ქვეყნის კარგიმომავლისთვის, ამიტომ ურჩევნია, გარისკოს და ღიად გამოვიდეს პოლიტიკაში, ასეთ შემთხვევაში თუ ის განაცხადსგააკეთებს და დაიწყებს ბრძოლას თავისი უფლებების დასაცავად, მას ოპოზიცია გვერდში დაუდგება დაგარწმუნებთ, ვერავინ ვერ დაიჭერს, თითსაც ვერავინ ახლებს, მაგრამ ასეთ მყუდრო და კომფორტულ გარემოში, მემგონია, წამგებიანია მისი ტაქტიკა.

– მამუკა ხაზარაძე არ არის გაბედული მოთამაშე.

– საერთოდ ფულიანი ხალხი და მით უმეტეს ბანკირები, არასოდეს არ დაუპირისპირდებიან არცერთხელისუფლებას.

– ჩანაწერზე მინდა გკითხოთ, რომელიც არსებობს კვირიკაშვილსა და ხაზარაძეს შორის, სადაც საუბარიაივანიშვილის გადაგდებაზე, მისი ხელისუფლების დამხობაზე. რა ინფორმაცია გაქვთ, არის თუ არა ეს ერთ-ერთიმთავარი მიზეზი იმისა, რომ მისი სამიზნე კვირიკაშვილი და ხაზარაძე გახდნენ?

– მარტო ეგ არ იქნებოდა მიზეზი, ჯერ ერთი, ეგ პრივატული საუბარია, პრივატულ საუბარში შეიძლება ხუმრობითითქვას რაღაც, ან აზრი გამოითქვას და რეალობასთან შორს იყოს, ამიტომ, რა საუბარიც იყო, იმის მიხედვითდასკვნის გაკეთება არასერიოზული იქნება. თუმცა პრემიერ-მინისტრთან მიმდინარეობს ეს ლაპარაკი, როცაკვირიკაშვილს სტატუსი ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ საუბარში მე ვერ დავინახე, რომ რაიმე შეთანხმება, ანგარიგება, ან აქტიური მოქმედებების დაწყებაზე იყო საუბარი, მათ თავიანთი აზრი გამოთქვეს, ეგ იყო და ეგ… ეს არიქნებოდა საბაბი, ბუნებრივია, კიდევ ვიმეორებ, ივანიშვილის განრისხების საბაბი არის ანაკლიის პორტი.

– გასტროლიორი სააკაშვილის ტური გრძელდება, მისი აქტიურობა აძლევს თუ არა ნაპერწკალს ივანიშვილისხელისუფლებას, რომ  უფრო დიდხანს იცოცხლოს?

– ეგ მითი, რომ სანამ სააკაშვილი და «ნაცმოძრაობა» იქნება, მანამდე იარსებებს «ოცნება» და ბიძინას ძალაუფლება, უკვე დამსხვრეულია და დღეს აღარ არსებობს. დღეს არსებობს საქართველოს მოსახლეობის მთავარი ინტერესი – უკეთესობისკენ წავიდეს პროცესები. ამათ უკვე დაგვანახეს, რომ უკეთესი ცხოვრებისკენ არანაირი ნაბიჯებისგადადგმა არ შეუძლიათ, ამიტომ, თუ ოპოზიცია გაერთიანდება, გაერთიანდება მხოლოდ და მხოლოდ ერთიმიზნით – შეიცვალოს ხელისუფლება.

– ვადამდელი არჩევნები იქნება?

– თუ მოვლენებს დააჩქარებენ, რატომ არ იქნება და მეორეც, რატომ არ უნდა იყოს, მოდით, ასე ვთქვათ… მე არ ვარმომხრე, ვადამდელი პროცესების, მაგრამ ხელისუფლების სიჩუმე და ინერტულობა დიდ ზიანს აყენებს ქვეყნისმომავალს, ვიდრე ვადამდელი არჩევნები, რომელიც გააცოცხლებს პოლიტიკას და გააცოცხლებს ქვეყანაში ბევრმიძინებულ პროცედურას. ამიტომ იქ უკვე შენი ქვეყნის ინტერესი უფრო მაღალ კატეგორიად მიგაჩნია, ვიდრესაკუთარი. აქედან გამომდინარე, თუ ოპოზიცია გაერთიანდა და აქტიურ პროცესებზე გადავა, ამის პარალელურად, «ქართული ოცნება» არ დაუშვებს კონსტიტუციური გზით ჩაატაროს პროპორციული არჩევნები, სწორედ ამარდაშვებას შეიძლება მოჰყვეს მისი ხელისუფლებიდან წასვლა და ეს იქნება ვადამდელი არჩევნების საბაბიც დამიზეზიც.

„ალია“ #8, ნინო სამხარაძე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.