„მოდი, დაჯექი, ტაკოზე უნდა გაგარტყა“ – 15 წლის მოსწავლე პედაგოგს ამხელს

„ჩემ გვერდით დაწექი“, „მოდი, დაჯექი, დაჯექი, ტაკოზე უნდა გაგარტყა,“ – 15 წლის გოგონა პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ვიდეო 15 წლის გოგომ მასზე სექსუალური ძალადობის დროს პედაგოგის სახლში გადაიღო.

არასრულწლოვანი გოგონას მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ბავშვი მასწავლებელს სექსუალური ძალადობის შეწყვეტას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფეხბურთო გუნდიდან წასვლით ემუქრება. 70 წლამდე მასწავლებელი კი გოგონას აშანტაჟებს, ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრება და უყვირის.

მოზარდი ამტკიცებს, რომ სექსუალური ურთიერთობა მასწავლებელმა მას სახლში გადასვლიდან 1 კვირაში, ფულის სანაცვლოდ, შესთავაზა. მოზარდმა ვიდეო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გადაიღო, მასწავლებლის სახლიდან წამოვიდა და მოძალადის სამართლებრივად დასჯას ითხოვს.ბოლო ინციდენტი 4 დღის წინ მოხდა, მოზარდზე მწვრთნელმა ერთ დღეში რამდენჯერმე იძალადა და ფიზიკური შეურაცხოფაც მიაყენა.

კურიერის ინფორმაციით, 70 წლამდე მასწავლებელმა რაიონი 3 დღის წინ დატოვა. კურიერთან საუბარში სავარაუდო მოძალადე ბრალდებებს უარყოფს.

ის, რომ მწვრთნელს ფეხბურთელი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, სკოლაშიც იციან, თუმცა, მძიმე ბრალდებების დაჯერება უჭირთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

rustavi2.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.