„მოთელვა“ შავ ზღვაში – “ნატომ მუდმივმოქმედი საზღვაო დაჯგუფების შექმნა დაიწყო“

„ნატო ხშირად, ქმნის სამხედრო-საზღვაო დაჯგუფებებს, კოალიციურ ძალებს, სადაც შედის ნატოს ყველა სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტი ან ძალების შენაერთები.

“ანალოგიური წვრთნები, რომელიც ამჟამად უკრაინაში ტარდება, მანამდე კი რუმინეთში ჩატარდა, აგვისტოს თვეში ბათუმშიც იგეგმება, რაც შემთხვევითი არაა, ეს სწორედ კოალიციური დაჯგუფების შექმნის წინაპირობა და აუცილებელი კომპონენტია,” – აცხადებს „რეზონანსთან” ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია უკრაინაში ნატო-ს წევრებისა და პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო წვრთნების შესახებ საუბრისას, რომელიც 12 ივლისამდე გაგრძელდება.

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უკვე ორი დღეა აშშ-უკრაინის ტრადიციული სამხედრო-საზღვაო მანევრები „სი ბრიზ 2019 მიმდინარეობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 6 ივლისს ამ მანევრების სიახლოვეს რუსეთმა საკუთარი სამხედრო სწავლება დაიწყო.

„სი ბრიზ 2019″-ში აშშ-სა და უკრაინის გარდა მონაწილეობენ ნატოს სხვა სახელმწიფოების გემები და თვითმფინავები. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, კანადა, იტალია, თურქეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, დანია, ლატვია და ესტონეთი. მონაწილეობენ ასევე ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების სამხედროები. მთლიანობაში, ამ მანევრში 30 გემი, 30 საფრენი აპარატი და 900 სამხედრო პირი იღებს მონაწილეობას.

“რაც შეეხება რუსეთის მიერ დაწყებულ მანევრს, მასში 10 გემი მონაწილეობს და მათი ძირითადი დეკლარირებული ამოცანაა ნატოს მანევრებზე მეთვალყურეობა. ამას გარდა, სწავლების ბოლო დღეს განახორციელებენ სარაკეტო და საარტილერიო სროლებს. რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატოს მანევრები მას საფრთხეს უქმნის და ამერიკელები ამ ტრადიციული მანევრებით შავ ზღვაში პოზიციების გამაგრებას ცდილობენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი” წერს.

ვახტანგ მაისაია საქართველოს როლზე, მნიშვენლობასა და ფუნქციაზე საუბრობს. მისი განცხადებით, აუცილებელია ქვეყანამ საკუთარი ფლოტი აღადგინოს. ამასთანავე, იგი მიიჩნევს, რომ ნატო-ს მიერ ჩატარებული წვრთნები, რომელმაც ბოლო პერიოდში უფრო მასიური სახე მიიღო, მიუხედავად უამრავი დაპირებისა, ეს ერთგვარი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველომ ალიანში გაწევრიანება შეძლოს.

„ეს, ფაქტობრივად, ჯდება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების განზომილების ფარგლებში, რომლის შესახებაც ნატო-მ განაცხადა. ეს რეგულარული წვრთნები პირველი ეტაპია მიზნის მისაღწევად.

“კოალიციური სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების შექმნა მარტივი საქმე არ გახლავთ, თუმცა, პოლიტიკური ნება უკვე არსებობს. მუდმივი წვრთნების ჩატარება, ეს არის ერთგვარი „მოთელვა”, შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივად ყოფნის შესახებ ნატო მზადყოფნას გამოხატავს, რაც მთავარი იდეა გახლავს. მუდმივი წვრთნები, ეს მუდმივმოქმედი ციკლია, რომელიც შეკრავს და საბოლოოდ, სამხედრო-საზღვაო კოალიციური დაჯგუფების შექმნამდე მიგვიყვანს.

„სამწუხაროდ, ვენთან სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნა არ იგეგმება. როგორც ჩანს, ქართული მხარე კმაყოფილია, რომ გააკონტროლოს მხოლოდ უშუალოდ მიმდებარე ტერიტორია. საუბარია დაახლოებით სამ კილომეტრზე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ მეტი, რასაც ამჯერად ვერ ვახერხებთ. ჩვენ ვაკონტროლებთ მხოლოდ საპატრულო კატარღებით, რომელიც სანაპირო ზოლზე ძალიან ახლოს მდებარეობს.

„ეს გემები არ იძლევა საშუალებას, რომ ასეთი ტიპის ამოცანები საქართველომ შეასრულოს. ფაქტობრივად, ვერ ვაკონტოლებთ ამ ტერიტორიას, საუბარია 9 ათასკილომეტრიან საზღვაო ზოლზე.

“მედია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა მიიღებს უფლებას, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები აღადგინოს, რაც აუცილებელი კომპონენტია. საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნა შეიძლება გახდეს რუსეთის ერთგვარი გაღიზიანების მიზეზი, მაგრამ არცთუ ისე დიდი. იმის საშუალება მაინც მოგვეცემა, რომ საზღვაო ტერიტორია თვითონ ვაკონტროლოთ,” – აღნიშნა მან.

მაისაია ამბობს, რომ რუსეთს სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა საქართველოს ფლოტის არსებობა და სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, პირველ რიგში, მთელი სამხედრო-საზღვაო ძალების შესაძლებლობები გაანადგურა, რაც შემდეგ ექსპრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა გააგრძელა და ფლოტის აღდგენა არ მოახდინა. მისი თქმით, „დღევანდელი ხელისუფლებაც ფეხს ითრევს ასეთი ნაბიჯის გადადგმისაკენ”.

„ნატო-მ ჩვენ,რომ სერიოზული სამხედრო-საზღვაო ძალისთვის საჭირო გემები გადმოგვეცეს, ამას აზრი არ ექნება, რადგან სამხედრო-საზღვაო ძალები არ გაგვაჩნია; არ არსებობს ოპერატიული მართვის სტრუქტურები და ფლოტის შტაბი.

“როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას არ მიაჩნია აუცილებლად, რომ საქართველოს ფლოტი აღდგეს. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა გააუქმა არა მარტო სამხედრო-საზღვაო ძალები, არამედ საბრძოლო ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ჯარებიც კი. აუცილებელია, რომ აღვადგინოთ სამხედრო-საზღვაო ძალები.

„როდესაც რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს ომი დაიწყო, პირველად რაც მან გააკეთეს, ეს იყო მთელი სამხედრო-საზღვაო ძალების შესაძლებლობები გაანადგურეს, რადგან სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. შემდგომ კი, სააკაშვილი კრემლის ნარატივს მიჰყვა და სამხედრო-საზღვაო ძალები არ აღადგინა. დღევანდელი ხელისუფლებაც ფეხს ითრევს ასეთი ნაბიჯის გადადგმისაკენ.

„ორ დღეში სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება ვერ შეიქმნება, ამას სჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ეს იმისთვის ხდება, რომ დრო არ დაიკარგოს და გარკვეულწილად წინაპირობა შეიქმნას. ასეთი წვრთნების ჩატარება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ნატო-მ ამ კონცეფციის, მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ძალების, კოალიციური დაჯგუფების შექმნა დაიწყო,” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.