მონტენეგრო ნატო-ს მოკავშირეებს დაიცავს

მონტენეგროელი ჯარისკაცები ვალდებულნი გახდნენ, ნატო-ს მოკავშირეები დაიცვან. შესაბამისი კანონი ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამიერიდან სამხედროებს უფლება აქვთ, საზღვარგარეთ ჩატარებულ წვრთნებში ჩაერთონ. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სამხედროები შესაძლოა არა მხოლოდ საომარი მოქმედების დროს მონაწილეობდნენ, არამედ მშვიდობიან პერიოდშიც. გარდა ამისა, ნატო-ს სხვა ქვეყნების ჯარები მოწვეულნი იქნებიან და მონტენეგროში ადგილზე განლაგდებიან.

სამხედროები საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო მისიებში ნებაყოფლობით მიდიოდნენ, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობის შენარჩუნებას, კრიზისული სიტუაციების გადალახვას, ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას და დემოკრატიის განვითარებას.
”მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ფარგლებში მოკავშირეთა ქვეყნების თავდაცვის საქმიანობაში [მათი] მონაწილეობა სავალდებულოა”, – ნათქვამია კანონში. მათ კანონით დაშვებულ ყველა საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ევალებათ.
23 ივლისს, ქვეყნის ნატო-ში შესვლის პროცესის დასრულების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა.

მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონტენეგრო ჯარისკაცებს ერაყში, ნატო-ს მისიაში გაგზავნიდა. 2018 წლიდან ქვეყანამ ახალი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები კოსოვოსა და ლატვიაში აიღო.

მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი ოფიციალურად 2017 წლის 5 ივნისს გახდა. ცერემონია ვაშინგტონში გაიმართა.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.