მორიგი მუქარა საქართველოს – “ჩვენ დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ” – NATO-ს შიშით დამფრთხალი რუსეთის ხელისუფლების ბაქიბუქი?

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება საფრთხისშემცველია. ქვეყნებს, რომლებსაც შიდა კონფლიქტები აქვს, ნატომ ალიანსში არ უნდა მიიღოს.

თუ ნატო თავის ბაზებს  რუსეთის საზღვრების სიახლოვეს განათავსებს, რუსული მხარის მერ  სამხედრო და პოლიტიკური პასუხი დაუყონებლივ იქნება გაცემული. ამის შესახებ მედვედევმა სერბეთის გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„საქართველოსა და უკრაინაში ვითარება მარტივი არ არის. არავინ უარყოფს, რომ რუსეთს საკუთარი უსაფრთხოების დაცვა სურს. ჩვენ დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატოს ბაზების განთავსება გვაშფოთებს, ჩვენ ამას სამხედრო და პოლიტიკური გზით ვუპასუხებთ. როდესაც ნატო იმ ქვეყნების მიერთებას ცდილობს, რომლებსაც შიდა კონფლიქტები აქვთ, ეს თავად ნატოს წესდებას ეწინააღმდეგება და ამან სერიოზული შედეგები შეიძლება მოიტანოს,” – აცხადებს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.