“მოსამართლეთა სტატუსი მეტისმეტად დიდხანს განუსაზღვრელი არ უნდა დარჩეს” – ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიო

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიო საქართველოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშნვის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსამართლეთა სტატუსი მეტისმეტად დიდხანს განუსაზღვრელი არ უნდა დარჩეს.

„ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა სტატუსი ზედმეტად დიდი დროის განმავლობაში განუსაზღვრელი არ დარჩეს. მოსამართლეები უვადოდ მკაფიო, გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით უნდა დაინიშნონ, რაც აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

როგორც ბუკიკიო აღნიშნავს, ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო თხოვნა, გამოთქვა მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშნვის საკითხთან დაკავშირებით.

„ვენეციის კომისია ამ თხოვნას სწრაფად შეასრულებს, რადგან აცნობიერებს, რომ ამ საკითხის დროულად გადაჭრა უზენაესი სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია“, – აცხადებს ბუკიკიო.

accentnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.