“მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა სათანადო გამჭვირვალობა ვერ უზრუნველყო” – ევროკავშირის კრიტიკული ანგარიში

2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სხვადასხვა სფეროებში.

ანგარიშში საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირების მცდელობაზე, კერძოდ ახალი მოსამართლეების დანიშვნასა და რეფორმის მეოთზე ტალღის ჩამოყალიბებაზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეფორმებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივაა გათვალისწინებული.

განსაკუთრებით გაკრიტიკებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა წარდგენის პროცესი. საუბარია იმ ხარვეზებზე, რაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/OIDHR) გამოავლინა.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს, მიუხედავად გამოვლენილი ხარვეზებისა, პარლამენტმა უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი.

“საქართველოს მზაობა, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები მართლმსაჯულების სისტემაში, კვლავ გადამწყვეტია იმისთვის, რომ მართლმსაჯულება სარგებლობდეს ნდობით, ევროკავშირ-საქართველოს დღის წესრიგის წარმატებითვის. შემდგომში არსებითია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს” – ვკითხულობთ დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.