მოსახლეობას და ბიზნესს ბანკების 27 მილიარდი მართებს – ბოლო 1 თვეში ზრდა 480.3 მლნ ლარია

1 იანვრისთვის ბანკებს 26.6 მლრდ ლარის სესხები ჰქონდათ გაცემული. ბოლო 1 თვეში ზრდა 480.3 მლნ ლარია.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 159.3 მლნ ლარით (1.4 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 321.0 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 8.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.4 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე – 2.9 პროცენტით მეტი).

2018 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.6 პროცენტით ანუ 223.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 14.2 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.96 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან  შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.29 პროცენტული პუნქტით).

GBC

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.