“მოტყუებული მოსახლეობა, რომელიც საკუთარმა ხელისუფლებამ რუს ოკუპანტებთან პირისპირ, შიშველი ხელებით მარტო დატოვა” – “სირცხვილია… და გრცხვენოდეთ”! – სახალხო დამცველი

მოტყუებული მოსახლეობა, რომელიც საკუთარმა ხელისუფლებამ რუს ოკუპანტებთან პირისპირ, შიშველი ხელებით მარტო დატოვა. გუგუტიანთკარში, რომელსაც საოკუპაციო ჯარი უკვე ცხრა დღეა ნაწილ-ნაწილ ჩეხავს, ხალხის ბაღებს და სახლებს იტაცებს, ხელისუფლებას 9 აგვისტოს შემდეგ ელოდებიან. 

ადგილობრივებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა, რომელიც ფეისბუკში პოსტს ავრცელებს:

“რთული იყო დღეს თვალცრემლიანი ოჯახის დიასახლისის ყურება, რომელიც თვალს ადევნებდა ერთხელ უკვე გადამწვარ სახლს როგორ შლიდნენ ოჯახის მამაკაცი წევრები საკუთარი ხელებით აგურ-აგურ… ემშვიდობებოდა საკუთარი ეზოს ყურძენს, კაკალს, შინდს, ასკილს, რომელსაც 3 დღეში ვეღარ დაკრეფს… ხოდა ვისაც ეს კონფლიქტი და მისი შედეგები ნაც-ქოცური დაპირისპირების სიბრტყეზე დაჰყავს, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში უგუნურია. თუმცა, ახლახან გასული ფილმის “ავტორების” და “პროდიუსერების” შემთხვევაში მეეჭვება მხოლოდ “საუკეთესო შემთხვევასთან” გვქონდეს საქმე… სირცხვილია… და გრცხვენოდეთ!-წერს სახალხო დამცველი.

სოფელ გეგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის გავლება 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ზუსტად 11 წლისთავზე დაიწყეს

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.