“მოღალატეების გასაგონად…” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე აგ­ვის­ტოს ომი­დან 10 წლის შემ­დეგ იმ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თავს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ომი სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო:

“მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის გა­სა­გო­ნად

რო­გორ­ღა ავ­ხსნათ, და­ბე­ჩა­ვებ­ლი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის­თვის უფრო გა­სა­გე­ბი რომ გახ­დეს?! შეგ­ნე­ბუ­ლად მო­ღა­ლა­ტე­ებს გა­სა­გე­ბია, რომ ნა­მუს­ზე ხელი აქვთ აღე­ბუ­ლი და ოკუ­პანტს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთი ფე­დე­რა­ლუ­რი მი­წაა ზა­არ­ლან­დი. ის­ტო­რი­უ­ლად გერ­მა­ნუ­ლი მი­წაა და გერ­მა­ნი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. საფ­რან­გეთს ესა­ზღვრე­ბა მხო­ლოდ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ფრან­გე­ბი, რომ ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და და­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ ზა­არ­ლან­დში, შე­დეგ გაძ­ლე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ, იქი­დან გერ­მა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­ე­ყა­რათ და საფ­რან­გე­თის დახ­მა­რე­ბით გერ­მა­ნი­ი­დან გა­მო­ყო­ფა მო­ენ­დო­მე­ბი­ნათ. ამის პა­სუ­ხად და აღ­საკ­ვე­თად გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თუნ­დაც სამ­ხედ­რო ძალა რომ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა მათ წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლი ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი იტყო­და, რომ გერ­მა­ნი­ამ და­ი­წყო ომი? არ იტყო­დით, რად­გან ის გერ­მა­ნი­აა და ჩათ­ვლი­დით, რომ ომი კი არ და­ი­წყო, არა­მედ სა­კუ­თარ სა­ზღვრებ­ში და სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ლე­გი­ტი­მუ­რად მოქ­მე­დებ­და, იცავ­და სა­კუ­თარ მთლი­ა­ნო­ბას და ას­რუ­ლებ­და სა­ხელ­მწი­ფოს გა­ნუხ­რელ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

სულ ცოტა ხნის წინ იგი­ვე გა­ა­კე­თა ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბა­მაც და ფეს­ვებ­ში­ვე ამო­ძირ­კვა ამ­გვა­რი მცდე­ლო­ბა. ასე იქ­ცე­ვა ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც სურს ღირ­სე­უ­ლი არ­სე­ბო­ბა.

ამი­ტომ, ეჭვგა­რე­შეა, რომ ვინც დღეს, რუ­სე­თის­გან სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ამ­დე­ნი მტრო­ბის და ბო­რო­ტე­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, კი­დევ ბრიყ­ვუ­ლად ამ­ბობს, რომ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო ომი სა­მა­ჩაბ­ლო­ში, არის ოკუ­პან­ტის მსა­ხუ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტე და სა­მარ­ცხვი­ნო მო­ქა­ლა­ქე. ამავდრო­უ­ლად უკი­დუ­რე­სი ბრიყ­ვი და სუ­ლე­ლი, ისე­თი, თვით მტერ­საც რომ სძულს. არ არ­სე­ბობს სხვა სი­მარ­თლე”.

guriismoambe.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.