„მოღალატეები ხართ, თქვენ, საპატრიარქოში, როგორ მიჩქმალავთ ამას, გუშინდელი აქციით?!“

„მოღალატეები ხართ, თქვენ, საპატრიარქოში,“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა აცხადებს, რომელიც სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:

„ამაზე დიდ სკანდალში საქართევლოს საპატრიარქო არ გახვეულა. დილიდან ვაკვირდები აქტოვობებს და ვხედავ, რომ ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ დღევანდელ დღეს. ამ დროს ამ სკანდალზე თითქმის არავინ არაფერს ამბობს. ჯერ კიდევ მაისში გამოვაქვეყნე მასალა – საპატრიარქო და კიდევ ერთი დიდი ღალატი აფხაზეთში”. დიდად მოუცლელმა ქართულმა საზოგადოებამ ისევ და ისევ წაყრუა, ქართული მედია სხვა აქტუალური საკითხებით იყო დაკავებული (შორენას დაკვეთით ჩემი ტელეეკრანებიდან მოკვეთა რა მოსატანია). დაგიდასტურათ აგერ ყველაფერი რუსეთმა. ახლა სიტუაციიდან გამოსაძრომად იტყვით, სუსულელეა რუსეთი აბა რას იტყვისო. თქვენც დაიჯერებთ. და სწორედ ამითი ხდებით ამ ღალატის თანამონაწილეები. ამით ხდებით “ბედნიერი ერი”… მეძახეთ მე ეკლესიის და პატრიარქოს მტერი იდიოტებმა, იმისათვის, რომ ზოგმა საკუთარი სასარაგებლო იდიოტობა გადაფაროთ და ზოგმაც საკუთარი ღალატი შეფუთოთ. ჰო, დღეს და ხვალ რა არის ტოპ ნიუსი? გუშინდელი აქცია?
როგორ მიჩქმალავთ ამას: “რასაც ჩვენი ეკლესია ცდილობს გააკეთოს იქ (აფხაზეთში), ამას აკეთებს საქართველოს პატრიარქის პატივისცემის და მასთან შეთანხმების გამო”… “გადაკრასკული” ილორი, ქართულად წირვა-ლოცვის აკრძალვა… – პატივისცემით და შეთანხმებით. მოღალატეები ხართ, თქვენ, საპატრიარქოში. გრუს ფილიალი ხართ და სულ ეგაა თქვენი ღმერთიც და თქვენი რწმენაც. მრევლზე კი რა ვთქვა, ეს თქვენი სიმშვიდე და გულარხეინობა ყველაფერის დიაგნოზია.“

http://hotnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.