მოწმეზე, რომელიც მოკლულ ჯარისკაცთან ერთად მსახურობდა, ზეწოლა განხორციელდა – ადვოკატი

თემურ ჟღენტი, რომელიც მოკლული ჯარისკაცთან, ბექა რუსიასთან ერთად მსახურობდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. რუსიას ოჯახი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის დედამ ჟღენტი საკუთარ ჩვენებაში დაასახელა, ახალაგზრდა პოლიციაში წაიყვანეს და მასზე ზეწოლა განხორციელდა.მუქარაზე საუბრობს ოჯახის ადვოკატიც.

“როგორც მაცნობეს მისმა ნათესავებმა, დამირეკეს და მითხრეს, რომ ხორციელდებოდა მოწმეზე ზეწოლა, პოლიციას ყავდა წაყვანილი. დაზარალებული თავის მხრივ დაუკავშირდა გამომძიებელს, ახმაურდა რა თქმა უნდა. ამ ხმაურის შემდეგ, დაარეკინეს მოწმეს დაზარალებულისთვის, რომ ის გათავისუფლებული იყო, თუმცა შემდეგ გაითიშა ეს ტელეფონები და რამდენიმე საათს გრძელდებოდა მისი დაკითხვა პროკურატურაში ისე, რომ კავშირი ვერ ხერხდებოდა მოწმესთან, შემდეგ გამოირთო მისი ნათესავების ტელეფონიც,” – აცხადებს რუსიების ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია.

თავად ჟღენტმა კი პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა. გუშინ გამომძიებლები რუსიების ოჯახში იმყოფებოდნენ და ოჯახს იმ ვიდეო მასალის შესახებ კითხავდნენ, რომელიც მოკლული ჯარისკაცის ტელეფონში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.