მსოფლიოს მუსიკალურ რუკაზე საქართველოც აღმოჩნდა

ჟურნალმა The Pudding გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც YouTube-ზე დაგროვილი ნახვების მიხედვით ნაჩვენებია, თუ რა სიმღერებს უსმენენ ყველაზე ხშირად სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში.

რუკაზე საქართველო და მისი ოთხი ქალაქიც მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ყველაზე პოპულარული კლიპი Despacito-ა. საქართველოდან სიმღერას 1 495 000-ჯერ მოუსმინეს.

Despacito ყველაზე მეტად პოპულარული ბათუმსა და ზუგდიდშია, თუმცა ქუთაისსა და თბილისში ყველაზე მეტჯერ Alex Mica-ს Dalinda-ს მოუსმინეს.

მსოფლიოს მუსიკალური რუკა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.