მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები – Forbes-ის ტოპ-10

კომპანია  Microsoft-ისდამაარსებელმაბილგეითსმადაუთმომეორეადგილირეიტინგშიფრანგბიზნესმენს, Louis Vuitton Moët Hennessy-ისპრეზიდენტსბერნარარნო.მთლიანობაშიდედამიწისმთავარ მულტიმილიარდერთასიისშემადგენლობათითქისარშეცვლილა  – რამდენიმეშემთხვევაშიმოხვდამხოლოდადგილებისშეცვლა.

1.ჯერბეზოსიქონება – 112,2 მლრდდოლარი

ამერიკელი მეწარმე, ინტერნეტ-კომპანია Amazon.com-ის და აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.ასევე ფლობს საგამომცემლო სახლ The Washington Post-ს. 


2. ბერნარარნოქონება 107 მლრდდოლარი

ფრანგი ბიზნესმენი, კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moët Hennessy-ს  დამაარსებელი და პრეზიდენტი.საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი.

სადღეისოდ ის აქტიურად დებს ინვესტიციებს ინტერნეტ-კომპანიებში, იმის მიუხედავად, რომ ამ კაპიტალდაბანდებებიდან ეს ჯერ ვერ იღებს მოგებას. არნო აცხადებს, რომ მისთვის ბიზნესში მთავარი არის არა ფული, არამედ თავად საქმე.ივნისში მისმა ქონებამ გადააჭარბა 100 მლრდ.-ს და ის შევიდა რეიტინგის სამეულში ბეზოსთან და გეითსთან ერთად. ივლისში მან უკვე გაუსწრო გეითსს, რომელიც პირველად 7 წლის მანძილზე ჩამოქვეითდა მე-2 ადგილით ქვემოთ.

3. ბილგეითსიქონება – 106,9 მლრდდოლარი

ამერიკელი მეწარმე და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი და კომპანია Microsoft-ის დამაარსებელი.2008 წლის ივნისში მან დატოვა თავისი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი და დარჩა დირექტორთა საბჭოს არააღმასრულებელი თავჯდომარის თანამდებობაზე.

ამჟამად არის ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდის თანათავჯდომარე, საინვესტიციო ფონდ  Berkshire Hathaway-ს დირექტორთა საბჭოს წევრი,  Cascade investment-ის დირექტორი

4. უორენბაფეტიქონება 87,1 მლრდდოლარი

ამერიკელი მეწარმე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორი, უმსხვილესი ქველმოქმედი.2010 წლის ივნისში მან განაცხადა, რომ გადასცემს თავისი ქონების 100%-ს საქველმოქმედო ფონდებს.

 
სახსრების უმეტესი ნაწილი წავიდა ბილ და მელინდა გეითსების ფონდში, და ეს გახდა კაცობრიობის ისტორიაში ქველმოქმედების ყველაზე გულუხვი აქტი.

5. მარკცუკერბერგიქონება 72,1 მლრდდოლარი

ამერიკელი პროგრამისტი და მეწარმე ინტერნეტ-ტექნოლოგიების დარგში. Facebook-ს ერთ-ერთი შემქნელი და დამაარსებელი, ამჟამად არის კომპანიის ხელმძღვანელი.

6. ამანსიოორტეგაქონება 70 მლრდდოლარი

ესპანელი ბიზნესმენი, თავის მეუღლე როსალია მერასთან ერთად ტანსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში  Inditex, რომელიც ფლობს მრავალ ცნობილ და პოპულარულ ბრენდს–Zara-ს. 

კომპანია ასევე ფლობს 5000 მაღაზიას 77 ქვეყანაში. გარდა ამისა ორტეგამ ჩადო დიდი ინვესტიციები უძრავ ქონებაში ფლორიდაში, მადრიდში, ლონდონში და ლისაბონში, ასევე გაზის მოპოვებაში, ტურიზმში, და საბანკო სექტორში.

ფლობს ესპანეთის საფეხბურთო ლიგის წილს. 2009 წელს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა ორტეგას ორდენი „სამოქალაქო დამსახურებებისთვის“.წლების მანძილზე არის ესპანეთის უმდიდრესი ადამიანი.


7. ლარიელისონიქონება 68,2 მლრდდოლარი

ამერიკელი მეწარმე მაღალტექნოლოგიური კომპანია Oracle-ს თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიების განვითარების დირექტორი, ყოფილ გენერალური დირექტორი. NetSuite-ის უმსვილესი აქციონერი, კომპანია  Salesforce.com -ის საწყისი ინვესტორი.

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი მაღალი ტექნოლოგიების და ინტერნეტ-აღჭურვილობის მწარმოებლებს შორის.

8. კარლოსსლიმიქონება 61,4 მლრდდოლარი

კარლოს სლიმმა  კეთილდღეობის პირველი გაკვეთილები ჯერ კიდევ ბავშვობაში მიიღო.მამამ დაურიგა შვილებს რვეულები და ასწავლა მათ ხარჯების და შემოსავლების ჩაწერა. შემდეგ კვირის ბოლოს ისინი ერთად აანალიზებდნენ მიღებულ მონაცემებს.ამ მარტივი წესის წყალობით ხუან სლიმის შვილებმა ისწავლეს ფინანსების მართვა და გამდიდრება, კარლოს სლიმი კი წლების მანძილზე მუდმივად ხვდება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სხვადსხვა მოწინავე ადგილებზე.

მან დაამთავრა მეხიკოს ეროვნული უნივერსიტეტი 1961 წელს, და 25 წლის ასაკში, 1965 წელს დაიწყო თავისი იმპერიის Grupo Carso-ს შენება.დღეისთვის კარლოს სლიმი არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და ფლობს 200-ზე მეტ კომპანიას. 


9. ლარიპეიჯიქონება 58,8 მლრდდოლარი

Google-ის ერთ-ერთი შემქნელი და თანადამფუძნებელი. ასევე არის Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ს გენერალური დირექტორი.

პეიჯმა 2004 წელს მიიღო მარკონის პრემია.

10. ფრანსუაზა ბეტანკურმაიერსიქონება 57,7 მლრდდოლარი

რეიტინგის მეორე ფრანგი პირველ ათეულში.დედამისის ლილიან ბეტანკურის გარდაცვალების შემდეგ მიიღო მემკვიდრეობით 39,5 მლრდ. დოლარის აქტივები, მათ შორის მთავარი – კომპანია  L’Oréal-ის აქციების 33%.ასევე შექმნა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ატარებს შულერის სახელს – სწორედ ფრანსუაზას ბაბუა ეჟენ შულერი  იყო L’Oréa-ის დამაარსებელი.

ფონდი აფინანსებს ახალგაზრდა ნიჭიერ მეცნიერებს.ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 250 მლნ. ევროს.

vestifinance.ru

თენგიზ აბლოთია

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.