მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები – Bloomberg Billionaires Index-ის ტოპ-10

Bloomberg-მა მილიარდერების მორიგი ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა .

სააგენტო აღნიშნავს, რომ 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი 2019 წელს გამდიდრდა 16,8 მლრდ. დოლარით, ხოლო სიის ყველა ფიგურანტი ერთად – 61 მლრდ.-ით.

მილიარდერთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1.ჯეფ ბეზოსი –  $105 მლრდ.

ამერიკელი მეწარმე, ინტერნეტკომპანია  Amazon.com-ის  და აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ს დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ასევე საგამომცემლო სახლის  The Washington Post-ს მფლობელი.

2. ბილ გეიტსი – $96,5 მლ

ამერკელი მეწარმე და საზოგადო მოღვაწე, ფილანტროპი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი და ყოფილი უმსხვილესი აქციონერი.

ასევე ის არის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი, საინვესტიციო ფონდ  Berkshire Hathaway-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, Cascade investment-ის გენერალური დირექტორი.

3. უორენ ბაფეტი –  $86,3 მლრდ.

მსოფლიოში უმსხვილესი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორი, უმსხვილესი ქველმოქმედი კაცობრიობის ისტორიაში.

2010 წელს მან გადასცა თავისი ქონების 100% ხუთ საქველმოქმედო ფონდს, ყველაზე დიდი წილი მიიღო ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა. ეს ჩუქება იყო მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი საქველმოქმედო აქტი.

4. ბერნარ არნო – $68,4 მლრდ.

ფრანგი ბიზნესმენი, Louis Vuitton Moët Hennessy-ის ბიზნეს ჯგუფის მფლობელი და გენერალური დირექტორი.

საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანი. ამჟამად აქტიურად ახდენს ინვესტირებას ინტერნეტ-კომპანიებში, იმის მიუხედავად, რომ თითქმის არ იღებს მათგან მოგებას – ის ამბობს, რომ მისთვის ბიზნესში ფული არაა მთავარი.

5. ამანსიო ორტეგა –  $65,1 მლრდ.

ესპანელი მეწარმე, კომპანია  Inditex-ს (ბრენდი Zara) დამაარსებელი და მფლობელი.

კომპანიას ეკუთვნის 5000 მაღაზია მსოფლიოს 77 ქვეყანაში, ამის გარდა ორტეგას აქვს ჩადებული ინვესტიციები უძრავ ქონებაში აშშ-შ9, მადრიდში, ლონდონში და ლისაბონში, გაზის მოპოვებაში, ტურიზმში, და საბანკო სექტორში.

6. მარკ ცუკერბერგი,  $62,9 მლრდ.

ამერიკელი პროგრამისტი, მეწარმე ინტერნეტტექნოლოგიების დარგში Facebook-ის ერთ-ერთი შემქნელი და გენერალური დირექტორი.

7. კარლოს სლიმი –  $59 მლრდ.

მექსიკელმა კარლოს სლიმმა მიიღო კეთილდღეობის გაზრდის პირველი გაკვეთილი ბავშვობაში – მამას მისცა შვილებს რვეულები, სადაც ისინი იწერდნენ ხარჯებს,  შემდეგ კი აანალიზებდნენ მიღებულ შედეგებს,

ამ მარტივი წესის წყალობით მომავალმა მილიარდერმა ისწავლა ფინანსების მართვა და საბოლოო ჯამში გამდიდრდა.

1961 წელს მან დაამთავრა მეჰიკოს უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი, 1965 წელს, 25 წლის ასაკში დაიწყო თავისი იმპერიის Grupo Carso-ს შენება. ფლობს 200-ზე მეტ კომპანიას.

8. ლარი პეიჯი – $55,1 მლრდ.

საძიებო სისტემა Google-ს ერთ-ერთი დამაარსებელი,  მფლობელი, და გენერალური დირექტორი.

2004 წელს მიიღო მარკონის სახელობის საერთაშორისო პრემია.

9. სერგეი ბრინი –  $53,7 მლრდ.

ამერიკელი მეწარმე და მეცნიერი საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში, საძიებო სისტემა Google-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და  მფლობელი.

ასევე არის ამერიკული სამეცნიერო ჟურნალების მუდმივი ავტორი, ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ბიზნეს, ტექნოლოგიურ, და სამეცნიერო კონფერენციებში.

10. ლარი ელისონი –  $52,2 მლრდ.

ამერიკელი მეწარმე, კორპორაცია Oracle-ს თანადამაარსებელი, დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე და დირექტორი ტექნოლოგიების დარგში.

ასევე მან პირველმა ჩადო ინვესტიციები კომპანია Salesforce.com-ში.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.