მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები დასახელდნენ

Walmart-ის სუპერმარკეტების ქსელის დამაარსებლის სემ უოლტონის შთამომავლების კაპიტალი 151,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 1 ოჯახის წარმომადგენლებისთვის ყველაზე დიდი ქონებაა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

25 უმდიდრესი ოჯახის აქტივები 1,1 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

რეიტინგში მეორე ადგილს ძმები დევიდ და ჩარლზ კოხები იკავებენ, რომლებიც კორპორაცია Koch Industies-ის დამაარსებლები და თანამფლობელები არიან. მათი ქონების საერთო რაოდენობა 98,7 მილიარდი დოლარია.

მესამე ადგილს კომპანია Mars-ის დაამარსებლის ფრენკ მარსის შთამომავლები არიან. მათი ქონება 89,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ათეულში ასეე მოხვდნენ ბრენდ Hermes-ის შთამომავლები და Chanel-ის მფლობელები.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.