მსოფლიოს ყველაზე მაღალი მსყიდველუნარიანი ქალაქები

UBS-ს ექსპერტებმა შეადგინეს რეიტინგი Prices and Earnings, რომელშიც შესწავლილია მსოფლიოს 77 ქალაქის მსყიდველობითი უნარიანობა.

 კერძოდ, მათ გააანალიზეს ყოველ ქალაქში საშუალო შემოსავალი და საშუალო სამომხმარებლო კალათის ღირებულება, შეაჯერეს ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთთან, და დაადგინეს მსყიდბელობითი უნიანობის ინდექსი ყველა ქალაქისთვის.

 მარტივად რომ ვთქვათ, UBS-ს ექსპერტებმა გაზომეს შემოსავლების და ფასების შეფარდება.

 ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარიანობით 10 ქალაქის სია ასეთია:

 10. ნიუ-ოორკი, აშშ – მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – 100

 წლიდან წლამდე სწორედ აშშ-ს მთავარი ქალაქი ხდება  რეიტიგნის საზომი – სწორედ მასთან შედარებით დგინდება სხვა ქალაქების ინდექსები.

ნიუ-იორკი არის უმნიშვნელოვანესი ფინანსური, პოლიტიკური,  ეკონომიკური და კულტურული ცენტრი, ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი.

9. ჰონკონგი, ჩინეთი – მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – 100,3

 უმნიშვნელოვანესი ფინანსური და სავაჭრო ცენტრი აზიაში, ქალაქი ასევე პირველია აზია-წყბარი ოკეანეს რეგიონში მსხვილი კომპანიების შტაბ-ბინების კონცენტრაციის მხრივ.

ყველაზე მდიდარი ქალაქი ჩინეთში.

8. მანამა, ბაჰრეინი –  მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – 100,6

 ბაჰრეინის დედაქალაქი და მთავარი ეკონომიკური ცენრტი.

ქალაქის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის, ეკონომიკის საფუძველია ფინანსური ბაზარი, და გემთმშენებლობა.

7.  ტორონტო, კანადა – მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – 101,5

ონტარიოს ტბის იგრვლივ მდებარე მჭიდროდ დასახლებული (7 მლნ. ადამაინი) რეგიონის ცენტრი.

კანადის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს ტორონტოსგან 500 კილომეტრის რადიუსში, ტორონტოშია ქვეყნის სამუშაო ადგილების მეექვსედი.

ტორონტი ასევე ცნობილია, როგორც კანადის ეკონომიკური ძრავი, ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მეგაპოლისი, მას გააჩნია დიდი წონა როგორც კანადაში, ასევე საეთაშორისო დონეზე.

6. ჩიკაგო, აშშ – მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – 105,8

ჩიკაგო დამსახურებულად ითვლება სახრეთ დასავლეთის შტატების ეკონომიკურ,  სამრეწველო, სატრანსპორტო,  და კულტურულ ცენტრად.

იქ მდებარეობს 12 სარეზერვო ბანკიდად ერთ-ერთი, ჩიკაგოს სავაჭრო პალატა, სასაქონლო ბირჟა, საფონდო ბირჟა, ოფციონების ბირჟა.

რაიონი ჩიკაგო-ლუპი არის აშშ-ში სიდიდით მეორე საქმიანი ცენტრი მანჰეტენის შემდეგ. ბირჟების და ბანკების გარდა, იქ მდებარეობს ისეთი კომპანიების შტაბ-ბინები, როგორც

United Airlines, Boeing, და ა.შ.

5. ლუქსემბურგი, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო – მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – 117,3

 მაღალგანვითარებუკლი ინდუსტრიული, ევროპაში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა, მსხვილი საერთაშორისო ფინანსური და ტურისტული ცენტრი.

მშპ-ს სტრუქტურაში ჭარბობს მომსახურეობა, ფინანსები, და ვაჭრობა – ამ დარგებშია დასაქმებულ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეონბს 50%.

4. ჟენევა, შვეიცარია – მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – 118

 ქალაქში მდებარეობს მსხვილი საერთაშორისი ორგანიზაციის შტაბ-ბინები,  ისეთების, როგორც გაეროს ევროპული განყოფილება, წითელი ჯვარი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზიაცია, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, და ა.შ.

ასევე არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცენტრი – ჟენევასთან ახლოს მდებარეობს დიდი ადრონული კოლაიდერი.

ჟენევის ეკონომიკის მთავარი სექტორია ფინანსები – კერძოდ, პრივატ-ბანკინგი, და საერთაშორისო  ვაჭრობის დაფინანსება.

3. მაიამი, აშშ, მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – 121,7

 შტატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი, ტრანსნაციონალური კომპანიების ოფისების დიდი კონცენტრაციით.

ქალაქის უმნიშვნელოვანესი მიმათულებაა ასევე ტურიზმი.

ფინანსური და ბიზნეს-კომპანიების დიდი რაოდენობის, სასტუმოერების და პლიაჟების ერთობლიობის წყალობით ყოველწლიურად ქალაქს სტუმრობს 38 მლნ. ადამიანი.

2. ციურიხი, შვეიცარია –  მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – 122,5

შვეიცარიის ეკონომიკური და ფინანსური დედაქალაქი.

იქ მდებარეობს შვეიცარიული ბანკბის და სადაზღვევო კომპანიების შტაბ-ბინები –

(UBS, Credit Suisse, Swiss Re, Zurich Financial Services) და შვეიცარიის საფონდო ბირჟა.

ამის გამო ქალაქი ასევე ითვლება ერთ-ერთი გლობალური ფინანსურ ცენტრად.

ასევე ციურიხშია შოკოლადის ერთი-ერთი უმსხვილესი მსოფლიოს მწარმოებლის Barry Callebaut-ის შტაბ-ბინა.

1.ლოს-ანჯელესი, აშშ – მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – 123,9
ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურული, ეკონომიკური, მეცნიერული, საგანმანათლებლო ცენტრი.

ასევე ლოს-ანჯელესია მსოფლიოს ერთ-ერთი  ლიდერი კინოს, გართობის, მუსიკის, თეატრის, ლიტერატურის, და ტელე ინდუსტრიის დარგში.

ubs.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.