მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანა – Bloomberg-ის ინდექსი

ესპანეთი ბევრი რამით არის მომხიბვლელი – უგემრიელესი სამზარეულო, რბილი კლიმატი, შესანიშნავი მუსიკა, ფლამენკო და დიდებული ისტორია. დღეიდან, ესპანეთს კიდევ ერთი „ჯილდო“ შეიძლება დავამატოთ – მსოფლიოს ყველაზე ჯამრთელი ქვეყანა.

მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების ინდექსი Bloomberg-მა გამოაქვეყნა. ინფორმაციის დამუშავებისას გამოცემა გაეროს, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებს დაეყრდნო.

მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების ათეულში შედიან ასევე იტალია, ისლანდია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ავსტრალია, სინგაპური, ნორვეგია და ისრაელი.

ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.