მსოფლიოს 10 ქვეყანა ნავთობის ყველაზე მსხვილი რეზერვებით

მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი დადასტურებული რეზერვები ვენესუელას აქვს. World Atlas-ის მონაცემებით, ვენესუელამ, როგორცმსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მარაგების მქონე ქვეყანამ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაუსწრო საუდის არაბეთს, რომელიც ამჟამად მეორე პოზიციაზეა. ორივე ქვეყანა ერთად კი მსოფლიო ნავთობის მარაგების 1/3-ს ფლობენ.

მსოფლიოს 10 ქვეყანა, ყველაზე მეტი ნავთობით შემდეგია:

ვენესუელა – 300 000 000 ბარელი

საუდის არაბეთი – 266 455 000 ბარელი

კანადა – 169 709 000 ბარელი

ირანი – 158 000 000 ბარელი

ერაყი – 142 503 000 ბარელი

ქუვეითი – 101 500 000 ბარელი

არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 97 800 000 ბარელი

რუსეთი – 80 000 000 ბარელი

ლიბია – 48 363 000 ბარელი

საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი სიაში მეოცე ადგილზეა 7 მლნ ბარელი ნავთობის დადასტურებული რეზერვით.

მიუხედავად იმისა, რომ სიაში პირველი არ არის, ექსპორტის კუთხით კვლავ საუდის არაბეთი ლიდერობს – მსოფლიოში ნედლი ნავთობის ექსპორტის15.9% სწორედ საუდის არაბეთზე მოდის, ვენესუელაზე კი მხოლოდ 2.7%.

რაც შეეხებათ კომპანიებს, რომლებიც ნავთობის ყველაზე მეტ მარაგებს ფლობენ, 2017 წლის მონაცემები შემდეგია:

Exxon Mobil Corporation – 2.940 მლრდ ბარელი

ConocoPhillips – 1.974 მლრდ ბარელი

Chevron Corporation – 1.916 მლრდ ბარელი

EOG Resources, Inc. – 1.808 მლრდ ბარელი

Forbes.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.