მსოფლიოს 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის საბაზრო ღირებულება ცნობილია

გასულ კვირაში მსოფლიო მედია იუწყებოდა, რომ კომპანია Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში კომპანიის ერთი აქციის ფასი ამისთვის აუცილებელ 207,05 დოლარს აღწევდა. Apple-ი პირველი ამერიკული კომპანიაა, რომლის ფასმაც ტრილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა მსოფლიოში ასეთი რამ 2007 წელსაც მოხდა. ბირჟაზე გასვლის დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ტრილიონი დოლარი ღირდა ჩინური კომპანია PetroChina.

BBC-მ ნიუ-ორკის საფონდო ბირჟის (NYSE) მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიოს ათი ყველაზე მსხვილი კომპანიის საბაზრო ღირებულება გამოქვეყნა. 2 აგვისტოს მონაცემებით ეს კომპანიებია:

1. Apple (აშშ) $1 ტრილიონი
2. Amazon (აშშ) $894,6 მილიარდი
3. Alphabet/Google (აშშ) $863.4 მილიარდი
4. Microsoft (აშშ) $825,8 მილიარდი
5. Facebook (აშშ) $509,2 მილიარდი
6. Berkshire Hathaway (აშშ) $495,4 მილიარდი
7. Alibaba (ჩინეთი) $469,6 მილიარდი
8. Tencent (ჩინეთი) $422 მილიარდი
9. JP Morgan (აშშ) $390,3 მილიარდი
10. Johnson and Johnson (აშშ) $352 მილიარდი

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.