მსოფლიოს 2000 უმაღლეს სასწავლებელს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი [თსუ] 1073-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ილიაუნი 1549-ე ადგილზე გავიდა

World University Rankings-მა მსოფლიო უნივერსიტეტების 2019-2020 წლების რეიტინგი გამოაქვეყნა.

უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ორი ქართული უნივერსიტეტი მოხვდა – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მსოფლიოს 2000 უმაღლეს სასწავლებელს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი [თსუ] 1073-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ილიაუნი 1549-ე ადგილზე გავიდა.

რეიტინგის პირველ ათეულში 8 ამერიკული და ორი ბრიტანული უნივერსიტეტი მოხვდა: ჰარვარდი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, ოქსფორდი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, პრინსტონის უნივერსიტეტი, ბერკლი – კალიფორნიის უნივერსიტეტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი და ჩიკაგოს უნივერსიტეტი.

ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.