მსოფლიოში არსებული ვითარება სულ უფრო ქაოტური ხდება – პუტინი

მდგომარეობა სულ უფრო ქაოტური ხდება, მაგრამ რუსეთი იმედოვნებს, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და მთელი მსოფლიო სისტემა დასტაბილურდება – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა 17 ქვეყნის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე გააკეთა:

„შეუძლებელია მსოფლიოში საქმის ვითარება შეშფოთებას არ იწვევდეს. მსოფლიოში არსებული ვითარება სულ უფრო ქაოტური ხდება. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ბოლოს და ბოლოს ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და საერთაშორისო ურთიერთობები კონსტრუქციულ კალაპოტში გადავა, მთელი მსოფლიო სისტემა გაცილებით სტაბილური და პროგნოზირებადი გახდება“ – განაცხადა პუტინმა.

წყარო: pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.