მსოფლიოში „კანონიერი ქურდების“ 58 % ქართველია

მსოფლიოში დღეს ე.წ „კანონიერი ქურდის“ ტიტულის მქონე 442 ადამიანია, მათ შორის 252, ანუ 58 პროცენტი ქართველია.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ ავრცელებს. ამავე საიტზე ე.წ. „კანონიერი ქურდების“ რეიტინგში, ძირითადად, ქართული წარმოშობის „ავტორიტეტები“ ლიდერობენ.  

გამოცემის მტკიცებით, ქურდები თბილისიდან, ქუთაისიდან, სოხუმიდან ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ებრძვიან და დაჯგუფებებსაც ქმნიან.

“ამასთან, ბევრი ქართული წარმოშობის ქურდი ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში იმყოფება, ან სულ მცირე ერთმანეთის მეზობლები არიან”, – წერს „პრაიმ კრაიმი“.

საინფორმაციო პორტალის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსები ამ სიაში – 61 „კანონიერი ქურდით“ მეორე ადგილს იკავებენ.

მესამე ადგილზე სომხები მოხვდნენ, რომლებიც, გამოცემის მტკიცებით, საკუთარ გავლენებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაკლებად აფართოებენ.

“პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.