მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი დასახელდა

ვენა ავსტრია

ფოტო: shutterstock.com

2019 წელს საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი ვენაა. ამის შესახებ Economist Intelligence Unit-ის ყოველწლიურ რეიტინგში წერია. ავსტრიის დედაქალაქი ამ ტიტულს ზედიზედ მეორედ იმსახურებს.

მეორე და მესამე ადგილი ავსტრალიის ქალაქებს – მელბურნს და სიდნეის ხვდა წილად.

საუკეთესო ათეულში ასევე შევიდნენ: ოსაკა (იაპონია), კალგარი (კანადა), ვანკუვერი(კანადა), ტორონტო (კანადა), ტოკიო (იაპონია), კოპენჰაგენი (დანია) და ადელაიდა(ავსტრალია).

ბოლო ადგილი რეიტინგში სირიის დედაქალაქ დამასკოს ხვდა წილად. ბოლო ხუთეულში ასევე მოხვდნენ ლაგოსი (ნიგერია), დაკა (ბანგლადეში), ტრიპოლი (ლიბია) და კარაჩი(პაკისტანი).

აგვისტოს ბოლოს Economist Intelligence Unit-მა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხოქალაქების სია გამოაქვეყნა, რომელშიც 1-ელი ადგილი ტოკიომ დაიკავა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.