მსოფლიოში ყველაზე მოკლე IQ ტესტი 3 კითხვისგან შედგება

ფოტო: Shutterstock.com

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა შეინ ფრედერიკმა ყველაზე მოკლე IQ ტესტი შეადგინა, რომელიც მხოლოდ 3 მათემატიკური კითხვისგან შედგება. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

მას კოგნიტური შესაძლებლობების ტესტი ეწოდება და მეცნიერმა ის ჯერ კიდევ 2005 წელს კვლევის ფარგლებში შეადგინა, თუმცა ინტერნეტში მხოლოდ ახლა გავრცელდა. 

ექსპერიმენტის ფარგლებში ფრედერიკმა მისი ამოხსნა 3 000 ადამიანს დაავალა, რომლებიც სხვადსახვა სფეროდან და განათლების განსხვავებულ დონეზე იყვნენ. სამივე პასუხზე ყველა სწორი პასუხი მონაწილეების მხოლოდ 17%-მა გასცა.

ტესტი შემდეგი კითხვებისგან შედგება:

1. ჩოგბურთის ჩოგნისა და ჩოგბურთის ბურთის საერთო ღირებულება 1,10 დოლარია. ჩოგანი ბურთზე 1 დოლარით ნაკლები ღირს. რა ღირს ბურთი?

2. ტექსტილის ფაბრიკის 5 მანქანას 5 ნივთის დასამზადებლად 5 წუთი სჭირდება. რამდენ წუთში დაამზადებს 100 მანქანა 100 ნივთს?

3. ტბაში დუმფარები იზრდება. ყოველ დღე მათი რაოდენობა ორჯერ იზრდება. იმისთვის, რომ ტბა დუმფარებით დაიფაროს, 48 დღეა საჭირო. რამდენ დღეში დაიფარება ტბა ნახევრად?

ყველაზე გავრცელებული პასუხებია 1 ცენტი, 100 წუთი და 24 დღე, თუმცა არასწორი. სინამდვილეში სწორი პასუხებია 5 ცენტი, 5 წუთი და 47 დღე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.