მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნარკობარონები და მათი ქონება

17 ივლისსაშშსასამართლომმიუსაჯამექსიკელნარკობარონს ჰოაკინგუსმანლოერას (მეტსახელადჯუჯა) 30-წლიანიპატიმრობა.

ჯუჯაარისმექსიკურიკარტელის „სინალოა“-დამაარსებელირომელიცარისერთერთიუმსხვილესიკარტელი მსოფლიოში.

ჰოაკინლოერაშედიოდამსოფლიოშიყველაზეცნობილდაგავლენიანნარკობიზნესმენთასიაში.

აიამსიისრამდენიყველაზეთვალსაჩინოწარმომადგენელი.

1.პაბლოესკობარიკოლუმბია

დედამიწაზე, ალბათ, ყველაზე ცნობილი და გაპიარებული ნარკობარონი დაიბადა 1924 წელს ქალაქ მედელინში. 60-იან წლებში მან შექმნა ბანდა, რომელიც დასაწყისში იყო დაკავებული ავტომობილების გატაცებით, შემდეგ გადავიდა ადამიანებზე, 10 წელიწადში კი დაიწყო კოკაინით ვაჭრობა შტატებში. ესკობარს დაჯგუფება, ცნობილი როგორც მედელინის კარტელი, იმდენად გაძლიერდა, რომ ვერავის ვერ გაჰქონდა კოკაინი კოლუმბიის ფარგლებს გარეთ მისი ნებართვის გარეშე. თავად ესკობარი იღებდა ყოველი პარტიიდან 35%-ს. 1989 წელს Forbes-მა შეაფასა მისი ქონება 3 მლრდ. დოლარად. ნარკობარონი სარგებლობდა დიდი პოპულარობით ადგილობრივ მოსახლეობაში, რადგანაც აშენებდა იაფ საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს და სტადიონებს,.

1982 წელს ის აირჩიეს კოლუმბიის კონგრესში, თუმცა, მის წინაამღდეგ აგორებული კამპანიის გამო,  1 წელიწადში მას ჩამოერთვა სადეპუტატო უფლებამოსილება.

80-იან წლებში აშშ- პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გამოუცხადა ომი ნარკოტიკებს, რომელშიც ჩაერთო კოლუმბიის მთავრობაც. ამის საპასუხოდ ესკობარმა დაიწყო მასობრივი ტერორი – მისი გაჯგუფების წევრებმა მოკლეს ასობით ადამიანი  – მოსამართლეები, პოლიტიკოსები, დეპუტატები, რიგითი აქტივისტები.

1989 წელს მისი ბრძანებით ააფეთქეს კოლუმბიური ავიაკომპანია Avianca-ს თვითმრფინავი Boeing 727, რის შედეგადაც დაიღუპა 101 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.

1991 წელს პაბლო ესკობარმა დადო გარიგება მთავრობასთან და ჩაჯდა ციხეში, თუმცა, ეს იყო მისივე ფულით აშენებული კომფორტაბელური ციხე-ვილა აუზით, ჯაკუზით და მდიდრული საძინებლებით.

როდესაც გახდა ცნობილი, რომ ის აგრძელებს კარტელის მართვას, მთავრობამ გადაწყვიტა მისი გადაყვანა ჩვეულებრივ ციხეში. 1992 წელს ის გაიქცა, წელიწადნახევარში კი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ნარკობარონი მოკლეს დაკავების დროს.

2. ამადო კარილიოფუენტესიმექსიკა

თავისი დროის ერთ-ერთი უმსხვილესი ნარკობარონი. მას გადაჰქონდა ნარკოტიკები თვითმფრინავებით. რის გამო მას ეძახდნენ „ცის მბრძანებელს“. 1993 წელს მან შექმნა ხუარესის ნარკოკარტელი, რომელიც აკონტროლებდა აშშ-ს ნარკოტრაფიკის დიდ ნაწილს.  1997 წელს ის გარდაიცვალა ტკივილგამაყუჩებლების ზედოზირების შედეგად მეჰიკოს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მან ჩაიტარა რთული ოპერაცია გარეგნობის შეცვლის მიზნით. მისი მკურნალი ექიმების გვამები რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს ცემენტით სავსე კასრებში – სავარაუდოდ, ეს იყო შურისძიება ნარკობარონის სიკვდილის გამო.

3. კარლოს ლედერიკოლუმბია

მედელინის ნარკოკარტელის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი მეტსახელი იყო „გერმანელი“, რადგან მამამისი იყო გერმანელი. ნარკოტიკებით ვაჭრობა დაიწყო ახალგაზრდობაში, 1973 წელს, რის გამოც მოხვდა ციხეში, სადაც გაიცნო თავისი მომავალი პარტნიორი ჯორჯ იანგი. მათ გადაჰქონდათ ნარკოტიკები მსუბუქი თვითმფრინავებით, რისთვისაც იყიდეს პატარა კუნძული ნორმან-კეი, ფლორიდასთან ახლოს. ლედერმა ესკობართან ერთად შექმნა მედელინის კარტელი, სადაც საქმიანობდა 1987 წლამდე, როდესაც ის დააკავეს და გადასცეს შტატებს. 69 წლის ლედერი დღემდე იხდის სასჯელს ამერიკულ ციხეში, სადაც ის იქნება ცხოვრების ბოლომდე, ვადამდელი განთავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.

4. გრისელდაბლანკოკოლუმბია

ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი და ნარკობარონი-ქალი, რომელმაც 14 წლის ასაკში დაიწყო კარიერა პროსტიტუციით, ქალაქ მედელინში, სანამ გახდებოდა ნარკომოვაჭრის ალბერტო ბრავოს ცოლი. 70-იანებში ის გადავიდა ნიუ-იორკში, შემდეგ მაიმაში, სადაც ააწყო ნარკოტიკებით ვაჭრობის ქსელი. ცნობილია განსაკუთრებული სისასტიკით კონკურენტებთან ბრძოლაში, მას აქვს შეხება 200-ზე მეტ მკვლელობასთან. 1985 წელს მას მიუსაჯეს 15 წელი, 2014 წელს ის გამოვიდა გარეთ, დატოვა აშშ და ჩავიდა კოლუმბიაში, სადაც 69 წლის ასაკში მოკლეს მედელინში.


5. ჰოაკინგუსმანლოერამექსიკა

ნარკობარონი მეტსახელად „ჯუჯა“ დაიბადა ღარიბ მრავალშვილიან ოჯახში. ახალგაზრდობაში ის მიიღეს ბანდაში, სადაც მან ძალიან სწრაფად მოიპოვა გავლენა. მოგვიანებთ ჯუჯამ შექმნა კარტელი სინალოა, რომელიც აშენებდა გვირაბებს აშშ-ს და მექსიკის საზღვარზე. ბრალდების მტკიცებით, ჯუჯას ქონებამ შეადგინა 12 მლრდ. დოლარი. 92 წელს მას მიუსაჯეს 20 წელს ნარკოტიკების გავრცელების ბრალდებით, 8 წელიწადში მან მოახერხა გაქცევა. 2014 წელს ის დააკავეს მეჰიკოში, ერთ წელიწადში ის ისევ გაიქცა ციხიდან. 2016 წელს ისევ დააკავეს და გადასცეს აშშ-ს, სადაც ის იყო ძებნილთა სიაში მეორე ადგილზე ბინ ლადენის შემდეგ. 

2019 წლის 17 ივლისს ჯუჯას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა.

RBC

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.