მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კურორტი გაიხსნა, სადაც ერთი ღამის გატარების ფასი 100 000 დოლარია (ფოტო)

ფოტო: Banwa Private Island

ფილიპინებზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კურორტი გაიხსნა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს

Banwa Private Island-ი პალავანის არქიპელაგში მთელ კუნძულს იკავებს. სტუმრები იქ მანილადან საჰაერო გზით მოხვდებიან. 9-ადგილიანი ჰიდროთვითმფრინავით მგზავრობის ღირებულება 990 დოლარია, 5-ადგილიანი ვერტმფრენით კი – 11 600 დოლარი. 

Banwa Private Island-ი 6 ვილისგან შედგება, სადაც ერთი ღამის გატარების ფასი 100 000 დოლარია. სტუმრებს იქ შეუძლიათ წყალქვეშ იცურაონ, სპა მომსახურებით ისარგებლონ, ითამაშონ ჩოგბურთი ან დაკავდნენ იოგით.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.