უცხოელებს არ სურთ რუსული ენის სწავლა – პირველობა უპირობოდ ინგლისურმა დაიკავა, ხოლო ბოლო წლებია ჩინური ენაც პოზიციებს იმყარებს. აღსანიშნავია, რომ აქ საქმე არა კულტურასთან და კლასიკურ ლიტერატურასთან, არამედ ბიზნესთან გვაქვს.
სოციოლოგების ინფორმაციით, 80-იან წლებთან შედარებით, იმ უცხოელთა რაოდენობა, ვინც რუსულს როგორც უცხოურ ენას სწავლობს, 2-ჯერ შემცირდა.
ამაზე მეტყველებს ციფრებიც – მსოფლიოში გავრცელების მხრივ რუსული ენა მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს და ის 27 ქვეყანაში გამოიყენება. 90-იანების დასაწყისში რუსულს 74,6 მლნ. ადამიანი ეუფლებოდა, 2004 წლისთვის ეს მაჩვენებელი 51,2 მლნ.-მდე შემცირდა, 2008-სთვის კი მათი რიცხვი 38,2 მლნ-ს შეადგენს.
შემდგომი პერიოდის მონაცემები ჯერ არსებობს, თუმცა, რუსული ენისადმი ინტერესის ვარდნის ტემპებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ 11 წელიწადში პუშკინისა და ტოლსტოის მშობლიური ენის გლობალური პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდა.
თანაც გასათვალისწინებელია, რომ ეს 38,2 მლნ. ადამიანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მოდის, სადაც რუსული ჯერაც პოპულარულია, მაგალითად, შუა აზიაში. ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ რუსულს მხოლოდ 20 მლნ. ადამიანი სწავლობს.
საბოლოო ჯამში, რუსული ენის მცოდნეთა რაოდენობა 2-ჯერ შემცირდა. თუმცა, რიცხვებს არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ისედაც ყველაფერი გასაგებია – დიდი იმპერია უკვე არ არსებობს, ხოლო თავისუფალი და აყვავებული რუსეთი ჯერ არ ჩანს.
„იმედია, მომავალშირუსეთიუფრომიმზიდველიგახდება დაშესაბამისად,რუსული ენაც პოპულარობას შეიძენს“ – ამბობს სოციოლოგი და პუბლიცისტი იგორ ეიდელმანი, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს.
„რუსულისამყაროს“პოპულარიზაციისთვისშექმნილორგანიზაციებშიძალიანბევრიპარაზიტიშეგროვდა, რომლებიცუცხოეთშირუსულიკულტურისმხარდაჭერისიმიტაციას ახორციელებენ. სინამდვილეშირუსულიკულტურისადაენისადმიგარკვეულიინტერესიმსოფლიოშიბუნებრივადარსებობს,ყოველგვარისახელმწიფოპოლიტიკისგარეშე“ – ამბობს ეიდელმანი.
რუსული ენისადმი ინტერესის მკვეთრ ვარდნას ადასტურებს რუსულ-გერმანული ფონდის დირექტორი, პოლიტოლოგი ალექსანდრ რარიც.
„სამწუხაროდ, ესზოგადიტრენდია, რომელიცეხებაარმხოლოდრუსულს, არამედ ესპანურსადაფრანგულსაც. იზრდებაინტერესიეგზოტიკურიენებისადმიდარათქმაუნდა, პირველრიგშიესეხებაჩინურს. დღესჩვენვხედავთმსოფლიოშიინგლისურიენისსრულდომინირებასისეთმასშტაბებში, რომლებიცწარმოუდგენელიიყო 25 წლისწინ“ – აღნიშნავს რარი.
მისი თქმით, კონკრეტულად რუსული ენისადმი ინტერესის კლება ქვეყნის იმიჯის გაუარესებას უკავშირდება.
„უნივერსიტეტებშისლავურიენებისკათედრებიიხურება, რუსულიბიზნესიცარასასურველიგზითწავიდა, შესაბამისად, სიტუაციაამმხრივსავალალოა. თუმცა, თურუსეთიგახდებაუფროღიაქვეყანა – პოლიტიკაში, ბიზნესსადატურიზმში, ენისადმიინტერესიცბუნებრივადგაიზრდება“ – მიიჩნევს გერმანელი პოლიტოლოგი.
რუსული ენისადმი ინტერესი ისეთ ტრადიციულ პარტნიორ-ქვეყანაშიც კი ეცემა, როგორიც საფრანგეთია.
„საფრანგეთშირუსულისშესწავლაიშვიათი ხდებაარამხოლოდროგორცმეორე, არამედმესამეუცხო ენადაც კი. ამქვეყანასთანჩვენითანამშრომლობაძალიანკარგადვითარდება, უკეთესადვიდრეევროკავშირისრომელიმესხვაქვეყანასთან, თუმცა, ამასვერვიტყვითენასთანდაკავშირებით“ – ამბობს ფრანგული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი იური რუბინსკი.
რუბინსკის თქმით, ამის მთავარი მიზეზი მსოფლიო ასპარეზზე რუსული ბიზნესის სისუსტეა.
„ჩინურისადმიინტერესიკისწრაფადმზარდია. ჩინელებიცდილობენ, რომბიზნესისგავლენისზრდაენისპოზიციებზეც აისახოს.“– ამბობს რუბინსკი.
ქვეყნის სახელმწიფო ენისადმი ინტერესი ეკონომიკის პირდაპირპროპორციულად რომ ვითარდება, ამის ცოცხალი მაგალითი ჩინეთია. რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის ალექსეი მასლოვის თქმით, მსოფლიოში ჩინეთი მოწინავე ადგილს იკავებს, რაც ჩინური ენის სწავლის მსურველთა რიცხვის ზრდამაც აჩვენა.
„ჩინეთიქმნისახალიდეებსდაყველახედავს, რომ მსოფლიოს მომავალიჩინეთთანაა დაკავშირებული. რუსეთიყოველთვის ავლენდა თავისიდეოლოგიას წიგნებში, ფილმებში და ხელოვნების სხვა დარგებში. დღესრუსეთის იმიჯიშელახულია, შესაბამისადთანამედროვერუსულლიტერატურასდაკინოსარააქვსძლიერიპოზიციებიმსოფლიოში, ამიტომ, ენასაცნაკლებადსწავლობენ“ – თვლის მასლოვი.
მასლოვის თქმით, ასევე რუსული ენის ცნობადობა აზიის ისეთ ქვეყნებში იზრდება, როგორებიცაა ინდონეზია, ეგვიპტე და თურქეთი, სადაც რუსი ტურისტების დიდი რაოდენობა აღინიშნება.
ვითარებას ოპტიმისტურად აფასებს რუსული ენის ინსტიტუტის რექტორი მარგარიტა რუსეცკაია – მისი აზრით, ინფორმაცია რუსული ენისადმი ინტერესის მკვეთრი ვარდნის თაობაზე გადაჭარბებულია.
„რუსულიენადღესაცსაკმაოდპოპულარულიაევროპაში, ყოველშემთხვევაშისლავურენებსშორისისპირველადგილს ინარჩუნებს.ზოგიერთიმონაცემებითკი – ინგლისურისშემდეგმეორეა. სოციოლოგებიყურადღებასამახვილებენ განათლებისსისტემებშიშექმნილმდგომარეობაზე,სადაცნამდვილადგვაქვსსერიოზულივარდნა 25 წლისმანძილზე. თუმცა, ესსახელმწიფოპოლიტიკაა,რუსულინაკლებადაინტერესებსმთავრობებს,რასაც მოქალაქეებზე ვერ ვიტყვით“ – თვლის პროფესორი.
მისი თქმით, დღეს ენებს სწავლობენ არა მხოლოდ სკოლებში ან უნივერსიტეტებში, არამედ ონლაინ-გაკვეთილების მეშვეობით;
„აკრიფეთგუგლშიინგლისურად „რუსულისსწავლა“ დადაინახავთ, რომწლისმანძილზეიყომილიონზემეტიმოთხოვნა. Duolingo-ზერუსულიენისგრაფაშიდარეგისტრირებულია 3,4 მლნ. ადამიანი. – ამბობს რუსეცკაია.
rosbalt