მსოფლიო ყველაზე თბილ ათწლეულს უახლოვდება

ბრიტანელი სინოპტიკესები ირწმუნებიან, რომ 1850 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიო ყველაზე თბილი ათწლეულის შუა პერიოდშია. ამის შესახებ BBC წერს.

ირკვევა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, თითოეულ წელს 1C-ით მეტი დაფიქსირდება, ვიდრე ეს მრეწველობამდე პერიოდში იყო.

გამოცემის ინფორმაციით, თუ პროგნოზი გამართლდა და 2014-2023 წლების პერიოდი ყველაზე თბილი იყო, ბოლო 150 წელში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

2018 წლის ოქტომბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ვკითხულობთ თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს მსოფლიო ტემპერატურის 1.5C-ით მატებამ გრძელვადიან პერიოდში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.