მსოფლიო ჩემპიონი მენი პაკიაო ღატაკი თანამემამულეებისთვის 1000 სახლს აშენებს

ხშირია, როდესაც წარმატებული კარიერის მქონე სპორტსმენები, რომლებიც ბევრ ფულს შოულობენ, გაჭირვებულ ადამიანებს მატერიელურად ხელს უმართავენ. თუმცა ამ მხრივ  გამორჩეულია ცნობილი ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო, რომლის სიკეთე და კაცთმოყვარეობა ხშირად იპყრობს მსოფლიო პრესის ყურადღებას.

ორი წლის წინ, “საუკუნის ბრძოლად” წოდებულ მატჩში მენი პაკიაომ 100 მილიონი დოლარი იშოვა და ეს ფული დაუფიქრებლად მიმართა ქველმოქმედებისკენ. “ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მშობლიური ქალაქის 1000 მცხოვრებს საკუთარი ჯიბიდან  ახალ სახლს ავუშენებ”-დაწერა მენიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე აგრესიული სპორტის წარმომადგენელია, მას ოქროს გული აქვს და ნამდვილი ადამიანია”- წერია გამოცემა Providr-ის იანვრის გამოშვებაში.

წყარო: infopostalioni.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.