მურუსიძე: სასამართლო სისტემამ იგრძნო დამოუკიდებლობის ძალა და გემო – ივანიშვილი უკვე ღიად მასხრად იგდებს საზოგადოებას?

საქართველოში სასამართლო სისტემა არ არის იდეალური, მაგრამ ქვეყნის ისტორიაში ასეთი დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულება საქართველოს არ ჰყოლია- აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე​ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, უსაფუძვლოა:

მე მოვუწოდებდი იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებული არიან და არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ სასამართლო სისტემას, დავსხდეთ, ვისაუბროთ და გავაერთიანოთ ძალები, რათა დავეხმაროთ სასამართლო სისტემას.

არ მგონია, რომ სასამართლო სისტემისთვის ტალახის სროლა და მისი ლაფში ამოსვრა ვინმეს ინტერესებს შეესაბამებოდეს. აქედან გამომდინარე, სტატისტიკა და პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკითხვებიც მეტყველებს, რომ სასამართლო სისტემა მიდის წინ, წინ ძალიან დიდი ნაბიჯებით.

სასამართლო სისტემამ იგრძნო დამოუკიდებლობის ძალა, გემო და ვფიქრობ, რომ ის არ აპირებს, ამ დამოუკიდებლობის გზიდან გადაუხვიოს. ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც მართლა გულწრფელი ინტერესი აქვს, რომ მართლმსაჯულება კიდევ უფრო განვითარდეს, გავაერთიანოთ ძალები, დავსხდეთ ყველა და თავი დავანებოთ უსაფუძვლო ლანძღვას“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.