მუსტაფა ემრე ჩაბუქის თქმით, თურქეთიდან მუქარის შემცველი გზავნილები მიუვიდა

მუსტაფა ემრე ჩაბუქს დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სურს. მისი თქმით, გათავისუფლების შემდეგ მას თურქეთიდან მუქარის შემცველი გზავნილები მიუვიდა. ამის შესახებ მან “ქრონიკასთან” პირდაპირ ეთერში ილაპარაკა.

ჩაბუქის თქმით მას დიდი იმედი ჰქონდა რომ ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებდნენ და მისთვის გაუგებარია ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭების საბაბი რატომ უნდა გახდეს მისი სტატუსი.

ჩაბუქი აცხადებს, რომ ქართული სასამართლოს იმედი აქვს და მისი ექსტრადირება თურქეთში არ მოხდება.

“მე მინდა რომ აქ გავაგრძელო ცხოვრება და ვემსახურო საქართველოს”, – თქვა ჩაბუქმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 19 თებერვალს სასამართლომ 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა,   პროკურატურა 10 000-ლარიანი გირაოს მოითხოვდა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა. საქმე სააპელაციოში გასაჩივრდა, რომელმაც ასევე უარი უთხრა ჩაბუქს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

ავტორი: ლილუ მიროტაძე

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.