მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის – კობახიძე

მუხთარლის საქმით პარლამენტი განსაკუთრებით დაინტერესებულია – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.

“რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამას სჭირდება აწონ-დაწონვა. ჩვენ ვიცით, რომ იყო მოთხოვნა შსს-დან, გადასულიყო გამოძიება პროკურატურაში და ახლა პროკურატურა იძიებს საქმეს, აქედან გამომდინარე, შეიძლება მივცეთ დრო პროკურატურას, რომ ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება. პროკურატურას აქვს სირთულეები საქმის გამოძიების დროს, მათ შორის იმის გამო, რომ აუცილებელია მუხთარლის დაკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც ართულებს ბუნებრივია საქმის გამოძიებას. აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ამ საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ გამოძიება შედეგს ვერ დებს“ განაცხადა კობახიძემ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.