„მღვდლები ძაღლებივით დამესივნენ, ვინ მირტყავდა ვერ ვხედავდი“ – მამა გაბრიელი რუსთავის ეპარქიას ტოვებს

მამა გაბრიელი რუსთავის ეპარქიას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც  ერთ-ერთ პოსტში განმარტავს, რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ მას „პირდაპირი ეთერით ლოცვა“ აუკრძალა:

„გული მტკივა, რადგან პირდაპირ ეთერში ლოცვა ამიკრძალა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, მიუხედავად ჩემი არგუმენტებისა, თუ რა მიზნით და ვისთვის ვკითხულობდი ამ ლოცვებს. რომუსიყვარულობამ, განუკითხაობამ და გულგრილობამ წალეკა საქართველო, რომ ამდენი ემიგრანტი გვყავს, რომ ახსარებაზე ბევრი ჩვენთან, ბერებთან მოდიან და არა მღვდლებთან..რომ სასულიერო პირთა ნაწილმა, ბევრი ადამიანი ეკლესიას ჩამოაშორა..და ბევრი სხვა რამ..არავის სჭირდება სიმართლე, სამაგიეროდ გოშიების დიდი რაოდენობა და არა მორჩილების… სჭირდებათ…“

დღეს კი მამა გაბრიელმა ეპარქიის დატოვების შესახებ თავისი გადაწყვეტილება გაავრცელა:

„არავის განსაკითხავად არ ვწერ, მაგრამ გული მტკივა, რადგან პირდაპირ ეთერში ლოცვა ამიკრძალარუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, მიუხედავად ჩემი არგუმენტებისა, თუ რა მიზნით და ვისთვის ვკითხულობდი ამ ლოცვებს. მე სანამ უფალი გამიყვანს, ჩემს სათქმელს ყველას ვეტყვი, და ღმერთმა შეუნდოს და გონება გაუხსნას ყველას, ვინც საკუთარ ინტერესებით ცხოვრობს და სასუფეველში არც თვითონ შედის და არც სხვას უშვებს.

რამოდენიმე დღის წინ რეზიდენციაში დამიბარეს, სავარაუდოდ ჩემი წინამდებარე პოსტის გამო..მე ისედაც ვაპირებდი რუსთავის ეპარქიის დატოვებას, რამოდენიმე დღეში, რადგან შეუძლოდ ვიყავი..ეს რამოდენიმე დღე არ მომცეს..სატრაპეზოში, სადაც მეუფე და დაახლოებით 60-დე მღვდელი იყო, იქ შევედი და ჩემი დაბარების მიზეზი ვიკითხე, რაც დაახლოებით ვიცოდი..მღვდლები..ძაღლებივით დამესივნენ და ვინ მირტყავდა მათ სახეებსაც , ვერ ვხედავდი, რადგან კუნკულ-ბარტყული მქონდა ჩამოფარებული..მე ასეთი რამ ტელევიზორშიც არ მინახავს … ამხელა ზიზღი.. ტანსაცმელიც თავის ხელით ჩამილაგეს…ეხლა 4 დღეა თბილისში ვარ, ხატიასთან, არაჩვეულებრივ ადამიანთან, რომელმაც შემიფარა..მაგრამ ვფიქრობ სად გადავიდე… ყველგან მძიმე სულიერი მდგომარეობა სამწუხაროდ… ვფიქრობ, თუ საშუალება იქნება ქალში დავრჩები სადმე, ჩემთვის და ვილოცებ.. მაპატიეთ, თუ ვინმე დაგამძიმეთ..დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა“, – წერს მამა გაბრიელი.

“ალია”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.